ყველამ კარგად იცის , რომ ვარ “დინამო” სოხუმის ერთი რიგითი წევრი ასე ვიტყვი . ამ გუნდს აქვს 98 წლოვანი ისტორია და ჩემნაირი ადამიანები ბევრი მოდიოდა და მიდიოდა , და კიდევ ბევრი წავა და მოვა ამ გუნდში, მაგრამ ეს სახელი “დინამო” სოხუმი რომელიც ეკუთნის სრულიად საქართველოს და როგორც აღმოჩნდა ამ გუდნის განცხადებები ყველა ქართველს გულზე ხვდება , ეს მიუთითებს იმაზე , რომ ეს გუნდი არის საქართველოსი !
დღეს ამ კლუბში 200 – მდე ფეხბურთელი , 10 მწვრთნელი , ექიმები , ფიზიო თერაპევტები მომსახურე პერსონალი, დირექტორები , ქალთა და ვაჟთა გუნდები …
ძალიან ბევრი დევნილი გვყავს ასევე ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათი გვერძე დგომისთვის და ვანხორციელებთ ძალიან ბევრ სოციალურ პროექტს . გვაქ კავშირი ენგურს გაღმა ჩვენს აფხაზ ძმებთან და ბევრი პროექტი გვაქ სადაც მათი მონაწილეობით ვმუშაობთ და ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის გაერთინბისთის და რუსული ოკუპაციის დასრულებისთვის ვფიქრობ ყოველი აგური კი არა ერთი კენჭიც მნიშვნელოვანია !
არავის არ გეგონოთ ეს გუდნი არის დავით თაქთაქიშილი ან სხვა პიროვნება, ეს გუნდი ატარებს სოხუმის სახელს და ყველა ვინც ამ გუნდს გაწირავს და ამ გუნდს დააიგნორებს , ჩათვალეთ , რომ აიგნორებთ არა მე არამედ სოხუმს ! და მის სახელს იმ დევნილებს რომლებიც ამ კლუბში თამაშობენ !
დღეს მეტს არ ვიტყვი მოგმართვთ ყველას ვისაც გეხებათ მიიტანეთ გულთან არა ჩემი არამედ სოხუმის ტკივილი და ამ გუნდს მიეცით ის რაც ეკუთნის !
ახლა როდესაც ყველზე მეტად მჭირდება გვერდში დგომა ახლა ვერ ვხედავ მხარდაჭერას სამწუხაროდ, წარსულში ყოველთვის მესმოდა , რომ ჩემს და “დინამო” სოხუმის ,გვერდით იდგნენ ადამიანები ვისაც შეეძლო გადაწყვეტილებების მიღება , ჩვენი პრობლემის თაობაზე ყველა სტრუქტურა ვისაც ეს ეხება ინფორმირებულია დიდი ხანია შეიძლება ითქვას წლებია და იცით ჩვენი წუხილი. დაგვიდეგით გვერძე ! და ნუ გაწირავთ “დინამო” სოხუმის !!!