2023 წელის თებერვლის თვეში , პირველად სტარტი აიღო ქალთა შორის საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატმა ( ზამთრის თასი ) .
ჩემპიონატში მონაწილეობა 16 გუნდმა მიიღო , 8 გუნდი დასავლეთში , ხოლო 8 აღმოსავლეთში თამაშობდა . “დინამო” სოხუმი პირევლ ეტაპზე ქალთა ეროვნული ლიგის გუნდს “ნორჩი დინამო” თბილის შეხვდა . შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და სოხუმელთა გამარჯვებით 6-3 დასრულდა . 1/4 ფინალურ ეტაპზე კი თბილისის “კვარტალი” იყო ჩვენი მეტოქე , შეხვედრა დრამატული გამოდგა მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენი გუნდი მარცხდებოდა მაგრამ ლელა ჭიჭინაძის რე პოკერის და მატჩის დასრულებამდე 15 წამით ადრე მეგი ეჯიბიას შესანიშნავი ჯარიმის წყალობით შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ 6-5 დასრულდა . 1/2 -ში კი ჩვენი მოწინააღმდეგე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “სამეგრელო” ჩხოროწყუ გალხლდათ , შეხვედრის პირველი ნახევარი “დინამო”-ს გამარჯვებით 2-0 დასრულდა , ხოლო მეორე ნახევარში კი მატჩის დასრულებამდე 25 წამით ადრე ჩხოროწყუელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და მატჩი დამატებით დროში გადავიდა , ბოლოს კი შეხვედრის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა სადაც სოხუმელებმა 6-5 იმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს სადაც დასავლეთ საქართველოში საუკეთესო გუნდს “ბათუმს” დაუპირისპირდნენ .
ფინალური მატჩი სოხუმელთა სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა და პირველივე ტაიმში , მეგი ეჯიბიას და ლელა ჭიჭინაძის გოლების წყალობით წინ 2-0 გავედით . მეორე ტაიმშიც “დინამო” სოხუმის უპირატესობით მიმდინარეობდა თამაში მაგრამ ორი უპატიებელი შეცდომის შედეგად ანგარიში გათანაბრდა და დამატებით დროში გადავიდა . მიუხედავად სოხუმელი ფეხბურთელების მცდელობისა მატჩში წინ გასულიყვნენ , ბათუმელთა მეკარის კარგი თამაშის წყალობით ეს ვერ შევძელით ! მატჩის ბედი კი პენალტების სერიამ გადაწყვიტა ! სადაც უკეთესი “ბათუმი” აღმოჩნდა ! ამგვარად “დინამო” სოხუმი ვერცხლის მედლებს დასჯერდა და პირველ საქართველოს ფუტსალის თასზე ქალთა შორის მეორე ადგილი დაიკავა !
რეგულარული ჩემპიონატის მატჩს “დინამო” სოხუმი 18 მარტს გამართავს და ჩვენი მეტოქე “ნორჩი დინამო” თბილისი იქნება !