FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის ოფიციალური განცხადება !!!

საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმის ოფიცილური განცხადება !

 

საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმის არის გუნდი რომელიც  ეკუთნის სრულიად საქართველოს , შესაბამისად მის განცხადებაში უნდა იყოს ასახული როგორც საზოგადოების აზრი ასევე კლუბში მომუშავე ყველა მწვრთნელის , ფეხბურთელის , ადმინისტრაციის თუ დირექტორატის აზრები . 

 

აქედან გამომდინარე გვინდა ბოდიში მოვიხადოთ ერთპიროვნული განცხადების გამო რომელიც არ იყო შეთანხმებული კლუბის მართველ რგოლთან . 

 

ჩვენი კლუბის ოფიცილური პოზიცია ასეთი გახლავთ : 

საქართველოს ევროინტეგრაცია არის ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთის, რუსული ოკუპაციის დასრულებისთვის , და იმ ოცნების ახდენისთვის რომელიც თითვეულ ჩვენთაგანს გვაქ სახლის მატჩები გავმართოთ შინ სოხუმში !!! 

ყველაფერი რაც იქნება ხელშემშლელი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე უნდა იქნას აღკვეთილი ! ჩვენი ქვეყნის 90% არჩეული აქვს ევროატლანტიკური  გზა , ის გზა რომელიც ჩვენ ქვეყანას მოუტანს მეტ განვითარებას ! სიტყვისა და აზრის მეტ თავისუფლებას ! და რაც მთავარია უსაფრთხოებას რუსული აგრესიისგან ! 

ჩვენი მხარდაჭერა ევროპულ ოჯახს  და იმ ფასეულობებს რომელიც მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებამდე და რუსული ოკუპაციის დასრულებამდე !  

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp