“დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი :
პირველ რიგში დავიწყებ მილოცვით ! ვულოცავ “ბათუმის” ქალთა გუდნის გამარჯვებას ! რაც შეეხება თამაშს ყველა ასპეკტში უკეთესები ვიყავით მოწინააღმდეგეს მომენტები ჩვენ შევუქმენით , პირველი გოლის ეპოზოდში არ ვიყავით ყურადღებით და ჩვენს კარში გავიტანეთ გოლი , მეორე გოლზე კი როდესაც ერთი წუთი იყო დარჩენილი მატჩის დამთავრებამდე პენალტი “ავიკიდეთ” ჩვენს კარში დამატებით დროშიც ბევრდ უკეთსები ვიყავით , ბევრად გააზრებულად ვთამაშობდით მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ ! უნდა ითქვას , რომ “ბათუმი”-ს გამარჯვებაში ლომის წვლილი მათმა მეკარემ შეიტანა რომელმაც არა ერთი “მკვდარი” ბურთის მოგერიება მოახერხა . მიუხედავად მარცხისა მადლობა მინდა უთხრა ჩემს ფეხბურთელებს მათ ყველაფერი გააკეთეს ეს მინი ფეხბურთია და რთულია პროგნოზი ახლა სრული კონცენტრაცია გვაქ ეროვნულ ლიგაზე სანაც უკეთესი შედეგის იმედი გვაქ . მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს რომლებიც მთელი შეხვედრის განმავლობაში გვქომაგობდნენ . განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და “ზამთრის თასის” ორგანიზატორებს ქალბატონ ნინო სორდიას და ქალბატონ თეონა გონგაძეს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის სეზონის წინ გვქონოდა შესაძლებლობა ფორმაში შევსულიყავით . წინ დიდი გზა გვაქ გასავლელი და იმედი მაქ ჩემი გუნდის წარმატების მიღწევაში ჩვენ ეს შეგვიძლია !