დავით თაქთაქიშვილი “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი :
“ფინალური მატჩი ყოველთვის დაძაბულია , ფინალში შემთხვევით გუნდები არ ხვდებიან ! ჩვენ ყველზე რთული გზა გავიარეთ ფინალმდე რაც კი შეიძლება ყოფილიყო “ნორჩი დინამო” პირველ ეტაპზე ძალიან კარგი გუნდი თავისი ხელწერით , შემდეგ “კვარტალი” თბილისი , ნახევარ ფინალსი კი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ჩემი აზრით დღეის მდგომარეობის საქართველოს საუკეთესო გუნდი თავისი შემადგენლობით ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ! და ჩვენ ამ გზის გავლის შემდეგ ფინალში ვართ . მესმის ეს არ არის დიდი ფეხბურთი მაგრამ ეს საქართველოს ჩემპიონატია მასში მონაწილეობა ყველამ მიიღო ყველა გუნდმა საქართველოს მაშტაბით “ლანჩხუთის” გამოკლებით რომელიც ქალთა ფეხბურთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს . ბათუმმა გაცილებით იოლი გზა გაიარა ფინალამდე მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას , “ბათუმი” ძლიერი გუნდია მათ გასულ სეზონში ეს დაამტკიცეს როდესაც მეორე ლიგის მოგება მოახერხეს და უმაღლეს ლიგაში გადმოვიდნენ მათ ჩემგად დიდი პატივისცემა და ვთვლი სწორედ ამ შეხვედრაში გვექნება ყველაზე რთული მატჩი , ფავორიტი ფინალში არავინ არაა შანსები 50% – 50% ზეა ! ჩვენ ვეცდებით გავიმარჯვოთ და ჩემპიონები გავხდეთ დარწმუნებული ვარ “ბათუმი”-ც ამას ფიქრობს ამიტომ 6 მარტს ძალიან კარგი თამაში იქნება . მზადება ინტენსიურად მიმდინარეობს ! მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისათის მათ თავიანთი სპორტული დარბაზი დაგვითმეს სავარჯიშოთ ! ასევე მადლობა სტუ-ს ფუტსალის გუნდის მთავარ მწვრთნელს ლაშა ცნობილაძეს მხარდაჭერისთვის მისი ღვაწლი განუზომელია გუნდის ამ წარმატებაში. მინდა მოუწოდო ყველა გულშემატკივარს მოვიდეს დარბაზში და უგულშემატკივროს ჩვენს გუნდის ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იქნება ! ჩვენი აკადემიის 200 მდე ბავშვი ორგანიზებულად დასწრება მატჩს ასევე ვიცით რომ ბევრ დევნის სურს მატჩზე დასწრება ვიმდეოვნებ შევავსებთ ტრიბუნებს და ეს მოგვცემს დიდ მოტივაციას მატჩისთვის ! ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და ვემზადებით სრული დატვირთვით ! სამწუხაროა , რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნათია ჯოჯუა მატჩს გამოტოვებს საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული სამწუხაროდ მწვრთნელმა უარი განგვიცხადა ფინალურ მატჩზე მის მონაწილეობაზე , ჩვენთვის საქართველოს ნაკრები არის პრიორიტეტი და ამ გადაწყვეტილებას გაგებით შევხვდით და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებს წარმატებები ვუსურვო მოახლოვებულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და სრული მხარდაჭერა აღუთქვა ! დანარჩეს უკვე დარბაზში ვნახავთ , ვიმედოვნებ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება და სეზონს პირველი ტიტულით დავიწყებთ ! ”