FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი : 2023 წელს აკადემიის ფორმირება პრიორიტეტი იქნება !

საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე : დავით თაქთაქიშვილი

 

“ყველა კლუბისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს სკოლის და აკადემიის ფორმირება , ჩვენი განვითარების პროგრამის მიხედვით 2023 წელი უნდა იყოს აკადემიის ფორმირების და განვითარების წელი ! პრიორიტეტი მიენიჭება ჩვენს ახალგაზრდულ სექტორს . პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით და ძირეულად შევცვალეთ პროგრამის შესაბამისად კლუბის კონცეფცია ვაჟთა მიმართულებით . ჩამოვაყალიბეთ 19 წლამდელთა გუნდი რომელიც მონაწილეობას მიიღებს სფფ-ს მიერ ორგანიზებულ ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში , ასევე ჩამოვაყალიბეთ 17  და 16 წლამდელთა გუნდები რომელბიც ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას . ასევე გვყავს 11-12-13 წლამდელთა გუნდები რომლებიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერციის ეგიდით გასამართ “ჩემპიონ” ლიგის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას . ასევე ჩვენი ძირითადი გუნდი რეგიონლური ლიგა დაუქვმდებარეთ აკადემიას , გუნდი 18-19 წლის ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული და გრძელვადიან პროგრამაში რომელიც ჩვენ გვაქვს  მოგვცემს შედეგს , რომ  რამოდენიმე წელიწადში ჩვენი სათამაშო ფილოსოფიის ქვეშ აღზრდილი  ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული ჩვენი ძირითადი გუნდი . ასევე მნიშვნელოვანია 6 დან 19 წლამდე ყველა საკობრივი გუნდის ჩამოყალიბება . ასევე ჩვენი მიმართულებაა ახლაგაზრდა მწვრთნელების დასაქმება და ჩვენს კლუბში ნამოღვაწარი ფეხბურთელების ადაპტირება ჩვენს აკადემიაში , ჩემი აზრით ფეხბურთელებს რომლებსაც დიდი ღვაწლი აქვთ “დინამო” სოხუმის განვითარებაში კლუბში უნდა იყვნენ ადაპტირებულები და ჩვენი გადაწყვეტილებით ეს ასეც იქნება 12 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი , ჯაბა ლეშკაშელია რომელიც “დინამო” სოხუმის ღირსებას იცავდა გასულ სეზონში ფეხბურთელის რანგში . 16 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი აკაკი ხუხუნაშვილია  17 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთენლი კი თამამად შემიძლია ამის თქმა თანამედროვე “დინამო’ სოხუმის მართლაც ლეგენდა რომელმაც გატანილი გოლებით აფსოლიტური რეკორდი დაამყარა ბოლო 30 წლის განმავლობაში “დინამო” სოხუმის ისტორიაში ! ეს თორნიკე ბურდულია ! ჩვენი 11 წლამდელთა გუდნის მთავარი მწვრთნელი კი ბექა ლომთაძეა . რეგიონალური ლიგის და 19 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი  საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი კვანტალიანი იქნება . 

ჩვენთის მნიშვნელოვანია სოცილური პასუხისმგებლობა , ჩვენ ზურგს 98 წლოვანი ისტორია გვიმაგრებს და მრავალ წლიანი პაუზის შემდეგ ჩვენი კლუბი ცდილობს ყოველდღიურად იმ მცირე ფინანსებით განვითარდეს რაც კლუბშია . ჩვენთვის მნიშვნელოვანია დახმარება გაუწიოთ დევნილ და სოცილურდ დაუცველ ფეხბურთელებს რომლებიც ჩვენს კლიბში არიან და შემდგომში შემოგვიერთდებიან . ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი  საფეხბურთო მომავლის შექმნისთვის . 

ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ჩვენი ინფრასტრუქტურა რომლიც კლუბს განვითარებისთვის ჭირდება და ყოველდღიურად ვმუშაობთ ამისთვის რადგან ყველა ზემოდ ჩამოთვლილ ქმედებასთან პირდაპირ კავშირშია გამართული ინფრასტრუქტურა , მის გარეშე  კლუბის განვითარება ვერ მოხდება ! 

ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2022 წელს ზუგდიდში  კერძოდ კახათის საფეხბურთო კლბ “კოლხასთან” მემორანდუმის გაფორმება რაც მოგვცემს დიდ პლაცტარმს ნიჭიერი ფეხბურთელების სელექციისთვის დასავლეთ საქართველოში და კერძოდ სამეგრელოში , მნიშვნელოვანი იმ ფაქტორის გათვალისწინებითაც , რომ კახათი ახლოს იმყოფება ჩვენს მშვენიერ კუთხე აფხაზეთთან საიდანაც ყველა მსურველს შეეძლება ივარჯიშოს “დინამო” სოხუმის და “კოლხას” ერთობლივ საფეხბურთო სკოლაში კახათში , ამისთვის იქ ყველაფერია მოწყობილი , შესანიშნავი სტადიონი , გასახდელები ,საშხაპეები და ლიცენზურებული მწვრთნელები , რომელსაც ბაკურ ჭითანავა ხემძღვანელობს . განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ თემურ გეთიას ამ შესაძლებლობისთვის რომელიც დაუღალავად  ცდილობს ყოველდღიურად ამ პროექტის ხელშეწყობას და ფეხბურთელებისათვის ღირსეული პირობების შექმნას . ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია 2023 წელს ზუგდიდში ქალთა გუნდის ჩამოყალიბება რომლიც “დინამო” სოხუმის და კოლხას ერთობლივი პროექტია , თებერვლის ბოლოს ჩვენ  ტურნირს ჩავატარებთ რომელიც მამუკა ბიძინაშვილის სახელობის იქნება ! ტურნირზე კი შეირჩება 20 გოგონა რომელიც მოემზადება საქართველოს ჩემპიონტში სათამაშოთ . ვფიქრობე ეს დიდი ნაბიჯი იქნება ქალთა ფეხბურთის კიდევ მეტი პოპულარიზაციისთვის ჩვენი დევნილი მოსახლობასთან და ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან იმედი მაქვს და ვიმედოვნებ ამ გუნდში ჩვენი აფხაზი ძმები და დები ითამაშებენ ! კახათში იქნება როგორც ქალთა ასევე ვაჟთა მიმართულება და იმედი მაქვს ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს ვიხილავთ ამ სკოლიდან ქართულ საფეხბურთო სივრცეში . 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp