FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი იქნება !

2023 წლის საფეხბურთო სეზონში “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი იქნება .

დავით თაქთაქიშვილი ასევე საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეც იქნება .

დავით თაქთაქიშვილი :

” პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაუხადო გიორგი ქურხულს და ბაჩა კალანდაძეს იმ დიდი სამუშაოსთის რომელიც მათ გაწიეს ჩვენს ქალთა გუნდში და გუნდი მიიყვანეს ბრინჯაოს პრიზიორობამდე . იმედი მაქვს ბიჭები კლუბში დარჩებიან და ერთად გავაგრძელებთ იმ დიდ საქმეს რასაც “დინამო” სოხუმის აღორძინება ქვია ! 

რაც შეეხება ჩემს მთავარ მწვრთნელობას , ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა ძალიან რთული სეზონი იქნება ჩვენ დავკარგეთ რამოდენიმე მნიშვნლეოვანი ფეხბურთელი უნდა გამოვყო ქართული ქალთა ფეხბურთის ლეგენდა ნინო პასიკაშვილი რომლსი წასვლამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე და ახლაც ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ნინო მხოლოდ ფეხბურთელი არ იყო ჩვენს გუდნში ის ჩვენი დიდი მეგობარი იყო და გათავისებული ქონდა ის დიდი პასუხისმგებლობა რაც ამ გუნდის თავს ერთვის ! მინდა მას წარმატებები ვუსურვო ამ გენიალურ გოგოს და მისი წარმატება ყოველთის გაგვიხარდება როგორც მე ასევე მთლიანად ჩვენს კლუბს და ის ერთი წელი რომელიც ჩვენს კლუბში გაატარა ეს დიდი პატივი იყო  ყველა ჩვენთაგანისთის ! იმედი მაქ მოვა დრო როდესაც ნინო დაბრუნდება ჩვენს გუნდიში ან როგორც ფეხბურთელი ან სხვა რანგში ! ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ფეხბურთელს რომელმაც დაგვტოვა ნინო ჩანგელიას რომელიც დღიდან გუდნის შექმნისა ჩვენთან იყო და ყველა ჭირი და ლხინი ჩვენთან ერთად გადაიარა ასევე ყველა ფეხბურთელეს რომელიც გვერძე გვედგა და ცდილობდა წარმატება მოეტანა ჩვენი კლუბისთის ! 

ვიცი , რომ რთული სეზონი იქნება კარგი სეზონი ჩავატარეთ 2022 წელს მესამე ადგილზე გავედით და ჩვენი სიტყვა ვთქვით ქალთა ფეხბურთში ! 2023 წელს გვსურს კიდევ უფრო მაღალი ადგილი დავიკავოთ  და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ . ვიცი , რომ კიდევ გაძლიერდნენ გუნდები იმის ფონზე , რომ ჩვენ დავსუსტდით ! “სამეგრელო” და “ლანჩხუთი” იქნება ჩვენი მთავარი კონკურენტები მუხედავად იმისა , რომ კიდევ გაძლიერდნენ სხვა გუნდები ვთვლი , რომ ჩვენ სამ გუნდში იქნება დიდი მარათონი . მათ ყავთ კარგი ფეხბურთელები კარგი მწვრთნელები და ძალიან საინტერესო იქნება ამ მარათონის ბოლოს ვინ იდგება საჩემპიონო კვარცხლბეგზე ! ჩვენ ვაძლირებთ გუნდის ყოველდღიურად ველოდებით ლეგიონერებს მაგრამ არა ისე როგორც წინა წელს , ექვსი ფეხბურთელი თებერვლის ბოლოს შემოგვირთდება  ასევე დაგეგმილი შეკრების მოწყობა ჩემპიონტის დაწყებამდე . ჩვენ სერიოზულად უყურებთ და გვაქვს მიზანი რომლის მისაღწევათაც ყველაფერს გავაკეთებთ ! მიზანი ჩემპიონობაა !!! თუ როგორ გამოგვივა ეს მეორე საკითხია იმედი მაქვს 2023 წლის ბოლოს “დინამო” სოხუმი იზეიმებს ამ საპატიო წარმატებას და ევრო ასპარეზზე წარსდგება სოხუმი როგორც საქართველო , ეს იყო ჩვენი დამფუძნებლის მამუკა ბიძინაშვილის ოცნება და ვეცდებით აწ განსვენებულ მამუკა ბიძინაშვილს ეს ოცნება იმიერში აუსრულოთ ! გუნდის მზადებას 1 თებერვალს დაიწყებს . ჩვენ დავიმატეთ ძალიან კარგი ფეხბურთელები და მონახაზში გვყავს კიდევ არა ერთი ფეხბურთელი  ასევე შევინარჩუნეთ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ლელა ჭიჭინაძე , გუნდის კაპიტანი გვანცა ქადაგიშვილი , მეგი ეჯიბია , ასევე დავაწინაურეთ დუბლშემადგნლობიდან ვერიკო ონიანი რაც ძალიან მნისვნელოვანია , რომ ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელის ადაპტირება და დაწინაურება მოხდა მეორე გუნდიდან და მასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ ! მონახაზში სამომავლოთ გვაქ , რომ დები კაკულები და მარიამ გოგოლაძეის ადაპტირება მოხდეს პირველ გუნდიში იმედი მაქ სულ მალე “დინამო” სოხუმის მთავარი გუნდი იქნება დაკომპლექტებული ჩვენი აღზრდილი მოთამაშეებით რაც ჩვენი კლუბის მთავარი მიზანია ! 

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp