FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი : 2023 წლის საფეხბურთო სეზონზე დიდ იმედებს ვამყარებთ.

დავით თაქთაქიშვილი  საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე :

როგორც იცით ჩვენ 2021 წელს დავამტკიცეთ კლუბის განვითარების 5 წლიანი გეგმა რომელსაც მივყვებით ეტაპობრივად და ვითარდებით . 2023 წლის სეზონი იმედი გვაქ , რომ იქნება კარგი ჩვენი კლუბისთვის როგორც ფინანსურად ისევე შედეგების თვალსაზრისით .  დავიწყოთ  თავიდან  ჩვენ კონცეფცილურდ ვცვლით მიდგომას აკადემიასთან მიმართებაში, დავიწყებ ვაჟთა მიმართულებით ჩვენ გვყავს რეგიონალური ლიგის გუნდი სადაც ვთვლი , რომ ახალგაზრდებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი დღეს ამ გუნდის უნდა მიებას აკადემია ვგულისხმობ 19 – 17 – 15 წლამდელთა გუნდებს რომლებიც ერთი სათამაშო ფილოსოფიით  , სათამაშო სისტემით ითამაშებენ და მოხდება ადაფტირება ახალგაზრდა ფეხბურთელების რეგიონალურ ლიგასი და მივიღებთ რამოდენიმე წელში ერთი  ფილოსოფიით აღზრდილი ჩვენს აღზრდილ ფეხბურთელებს ჩვენს ძირითად გუნდიში , ასევე 2023 წელს ჩამოყალიბდება დინამო-2 ვაჟთა შორის რომელიც ასევე ჩვენი ბავშვებით იქნება დაკომპლეკტებული ვთვლი ეს სამომავლო პერსპეკტივაში კარგ შედეგს მოგვცემს ეს არ არის გათვლილი ერთ სეზონზე განვლილმა სეზონებმა დაგვანახა , რომ ახალგაზრდებზე დაყრდნობა შედეგს არ იძლევა და ეს 2021 წლის სეზონმა დაგვანახა სადაც ალბათ დინამო სოხუმის 98 წლოვან ისტორიაში ყველზე ცუდი შედეგი დაიდო მაგრამ ეს პროცესის ნაწილია . ჩვენ ამ წელს შესანიშნავი გუნდი გვყავდა და შეიძლება მსგავსი ფეხბურთელები ჩვენს გუნდიში კიდევ დიდხანს არ იყვნენ მაგრამ ვიმედოვნებ მომავალი თაობა მოგვცემს შედეგს . საერთო ჯამში აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაკეთდება ამას დამატებული ზუგდიდში ძალიან მნიშვნელოვანი ლოკაცია ავითვისეთ ჩვენს მეგობარ კლუბ “კოლხასთან” ხელშეკრულება ეს დიდ დივიდენტებს მოგვცემს სამომავოდ , არ გამოვრიცხავ ევროპის საფეხბურთო კლუბებთან მემორანდუმი გავაფორმოთ და ვითანამშრომლოდ რათა ჩვენი აკადემიის ფეხბურთელებს ქონდეთ პლაცტარმი იმისთის , რომ ევროპაში შეძლონ კარიერის გაგრძელება მაგრამ ეს იქნება რეალისტური ! ვაჟთა მიმართულებით ეს არის ჩვენი გეგმა და მივყვებით ამ გეგმას სულ მალე გაიგებთ თუ ვინ იქნება “დინამო” სოხუმის მთავარი მწვრთნელი ვაჟთა შორის  . აკადემიას მიექცევა დიდი ყურადღება და ვფიქრობთ ეს იქნება კლუბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადადგმული ნაბიჯი რაც ჩვენი განვითარების პროგრამაში გაწერილია და ვფიქრობ ეს 2026 წლისთვის შედეგს მოიტანს . 

ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა მიმართულება რომელზეც გაკეთდება სრული რესურსების მობილიზება რათა კლუბი საქართველოს ჩემპიონი გახდეს ! მესმის ეს ალბათ ბევრჯერ გაუგონიათ ჩემგან მაგრამ ეს სურვილი ჩვენ ყოველთვის გვაქ , მეორე საქმეა ამას როგორ ვაკეთებთ ! მიზანი არის ჩემპიონობა და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს . იგეგმება ლეგიონერების ჩამოყვანა ვიცი ამ თემასაც ბევრი სპეკულაცია მოყვა და ეს ჩვენი ბრალია და ბოდიშს ვიხდი ამის გამო მაგრამ პიდობას ვიძლევი მომავალ წელს ხუთი ძალიან ძლიერი ლეგიონერით გაძლიერდება ჩვენი კლუბი ხარიხსიანი ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელებით , ლეგიონერების გარდა ქართველი ფეხბურთელებითაც გვინდა გაძლირება , დღეს ჩვენ გვყავს საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები და ჩემთვის სასიმოვნოა , რომ მათ გამოთქვეს ბევრი გასაჭირის მიუხედავად კლუბში დარჩენის სურვილი და  ბევრი შემოთავაზების მიუხედავად ჩვენ გამოგვიცხადეს ნდობა ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა . 

 არ გამოვრიცხავ ქალთა შორის რამოდენიმე საერთაშორისო ამხანაგური მატჩის გამართვა სეზონის დაწყებამდე ამაზე ვმუშაობთ , საერთო ჯამში მთავარი პრიორიტეტი იქნება ქალთა გუნდი მომავალ წელს და ყველა რესურსი იქნება იქით გადასროლილი , თუ ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი ჩვენს ქალთა გუნდიში და მის სარეზერვო გუნდიში რომელის არსებობაც ძალიან მნიშვნელოვანია , ამ სეზონმა მანახა , რომ არა ჩვენი სარეზერვო გუნდი ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ გუნდმა დიდი დახმარება გაგვიწია თან არა ერთხელ და მე მოხარული ვარ , რომ ასეთი მაგარი გოგოები გვეზდებიან და დარწმუნებული ვარ მომავალი ქალთა ფეხბურთის ვარსკვალვები იქნებიან მე მათი ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩემი მოტივაცია არიან როდესაც მათ თამაშს უყურებ . ასევე ვგეგმავთ შეკრების მოწყობას სეზონის წინ რათა მოვახერხოთ კარგი მზადება ვიცით , რომ რთული სეზონი იქნება იმაზე გაცილებით რთული ვიდრე წელს იყო ჩვენ უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა ძალიან ძლიერი გუნდები იქნებიან მომავალ წელს შესანიშნავი მწვრთნელებით პირობებით და ფეხბურთელებით ამიტომ ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო მეტი გაძლიერება დაკონცენტრაცია და ამას ჩვენ გავაკეთებთ ! ვიცი თუ როგორი ინტერესია ჩვენი გუნდის მიმართ ეს “დინამო” სოხუმია და ყველა მოსული ფეხბურთელი უნდა ხვდებოდეს იმ დიდ პატივს რომელიც ამ გუნდის მაისურის ტარებას აქვს ! ჩვენ მხოლოდ ფეხბურთელი არ გვინდა გუნდიში ჩვენ გვინდა პიროვნება რომლისთისაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ისტორია ! სოხუმი ! აფხაზეთი ! და იმ იდიალებით იქნება განსჭვალული , რომ სოხუმის სახელის წარმოჩინება ყველა თამაშზე არის იმ დიდი გმირების უკვდავყოფა რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შეწირეს თავი და დღესაც ცდილობენ დაგვიცვან რუსული აგრესიიდან ! 

ბევრი საქმე გვაქ და იმედი გვაქ ბევრი მხარდამჭერი გვეყოლება “დინამო” სოხუმი დიდი გუნდია და მგონია , რომ ჩვენი კლუბის დიდება მალე დადგება ! 

აქტიურად ვმუშაობთ “დინამო” სოხუმის ბაზის მოწესრიგებისთვის იმედი მაქ 2023 წელს ყველას დაგპატიჟებთ ჩვენი კლუბის ბაზის გახსნაზე ! 

ახლა ყველა კონცენტრირებულები ვართ ჩვენი კლუბის დამფუძნებლის მამუკა ბიძინაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობაზე ! მას აქვს ჯამრთელობის პრობლემები და იმედი მაქ სულ მალე დაგვიბრუნდება სამუშაო პროცესში და გვიხემძღვანელებს როგორც ადრე რადგან მისი ენერგია გამოცდილება და ხემძღვანელობა გვჭირდება ასეთ რთულ შესასრულებელ საქმეების დროს  ! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp