გიორგი კვანტალიანი “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდის მთავარი მწვრთნელია !
2023 წლის საფეხბურთო სეზონში რეგიონალურ ლიგაში “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდი გიორგი კვანტალიანის თავკაცობით იასპარეზებს .
გიორგი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ასაკობრივი და ახალგაზრდული ნაკრების წევრი , ასევე ნათამაშები აქვს საქართველოს ეროვნული ლიგის არა ერთ გუნდიში .
კლუბს და მწვრთნელს შორის ხელშეკრულება 1+1 წელს მოიცავს და წარმატებული სეზონის შემთხვევაში კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდება .
კლუბის სახელით გვინდა წარმატება ვუსურვოთ გიორგის !