FC DINAMO SOKHUMI

საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბისკირიას სახელობის ფესტივალი დაიწყო !

საქართველოს ეროვნული გმირის და “დინამო” სოხუმის ვეტერანი ფეხბურთელის ასევე სოხუმის მერის გურამ გაბისკირიას სახელობის საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო !

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერციის მიერ ორგანიზებულ ტურნირში 8 გუნდი იღებს მონაწილეობას .

ჩემპიონატი 2012 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის მიმდინარეობს .

“დინამო” სოხუმის გუნდი ა ჯგუფში , “35 სკოლა” თბილისი , “მთვარის გოლობუსი” თბილისი  და “გლდანი” თბილისთან ერთად იბრძოდა ჯგუფიდან გასასვლელად . ჯაბა ლეშკაშელის ფეხბურთელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და ნახევარ ფინალურ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას სადაც ჩვენი გუნდი მეტოქე მომავალ შაბათს “საბურთალო ბენდელა” თბილისი იქნება .

წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს !!!

კლუბის სახელით გვინდა მადლობა გადაუხადოთ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას სრულ კოლექტივს და მის პრეზიდენტს ბატონ სოსო მალანიას ამ ტურნირში მონაწილეობის საშუალებისთვის !

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp