FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმი ახლა უკვე ზუგდიდში !

როგორც მოგეხსენებათ “დინამო” სოხუმი აქტიურად ცდილობს ითანამშრომლოს რეგიონებში განვითარებულ საფეხბურთო სკოლებთან , ჩვენი კლუბის დიდი ხნის მეგობარი კლუბი “კოლხა” ზუგდიდი , რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში ჟორა ( გიორგი ) გეთიას სახელობის სტადიონზე ფუნქციონირებს ბევრმა ადამინმა იცის . 2022 წლის ბოლოს “კოლხა”-ს დამფუძნებლის ბატონი თემურ გეთიას ინიციტივით ორ კლუბს შორის  სამ წლინი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა .

მემორანდუმის საფუძველზე ზუგდიდიში “დინამო” სოხუმიც დაიწყებს ფუნქციონირებას “კოლხა” -ს თან ერთად რააც საშუალებას მოგვცემს მეტი ნიჭიერი ფეხბურთელი მოვიძიოთ , საზღვრის პირა სოფლებიდან მივცეთ საშუალება ივარჯიშონ ახლოს თავიანთ სახლებთან და რათქმაუნდა მოვახდინოთ “დინამო” სოხუმის მეთოდოლოგიის დანერგვა და ამ მეთოდოლოგიით კიდევ უფრო მეტი ნიჭიერი ფეხბურთელის აღზრდა .

მემორანდუმის თანხმად : საშუალება გვექნება ფეხბურთელბის გაცვლის , საერთაშორისო ტურნირებზე თუ ადგილობრივ ფესტივაალებში ძლიერი გუნდების ჩამოყალიბების და ერთობლივი ძალებით გასვლა . ასევე მემორანდუმის საფუძველზე “დინამო” სოხუმი ყოველ წლიურად სამ ნიჭიერ ფეხბურთელს სრულიად უსასყიდლოდ წაიყვანს საერთაშორისო ტურნირებში , ასევე აკადემიის მთავარ მწვრთნელს ბაკურ ჭითანავას .

ორი კლუბი აქტიურად გეგმავს კახათში საერთაშორისო ტურნირის ჩატარებაზე რომელიც 2023 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი .

ასევე მნიშვნელოვანია ქალთა მიმართულებით გადავდგათ განვითარების ნაბიჯები რადგან “დინამო” სოხუმი იქცა ქალთა შორის ერთ-ერთ ანგარიშ გასაწევ და ლიდერ გუნდათ ! ამ ყოველივეს გათვალისწინებით კახათში იგეგმება ქალთა გუნდის ჩამოყალიბება ! 2022 წლის თებერვლის თვეში ვგეგმავთ ქალთა შორის ტურნირის აფხაზეთის საჯარო სკოლებს შორის საიდანაც მოხდება სელექცია და ჩამოყალიბდება ნაკრები დევნილი ბავშვებით დაკომპლექტებული , რათქმაუნდა ადგილობრივი ფეხბურთელებითაც , რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგა 2 – ში . რაც მოგვცემს საშუალებას სამეგრელოს და დასავლეთ საქართველოში “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდი ფუნქციონირებდეს და წევდეს დიდ სელექციას .

2023 წლის თებერვლის თვეში მოხდება ამ ორ კლუბს შორის საზეიმო დამეგობრება რაც დაგვირგვინდება გოგონათა შორის საფეხბურთო ფესტივალით !

მემორანდუმს “დინამო” სოხუმის მხრიდან კლუბის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ დავით თაქთაქიშვილმა მოწერა ხელი ხოლო კახათის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა ” კოლხა” ზუგდიდის მხრიდან კი ხელი სკოლის დირექტორმა ნაპო თორდიამ მოაწერეს .

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp