FC DINAMO SOKHUMI

თორნიკე ბურდული “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდის უახლოესი ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი !

თორნიკე ბურდული “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდის უახლოესი ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი !

თორნიკე ბურდულმა “დინამო” სოხუმის მაისურით 71  შეხვედრა გამართა

2022 წლის საფეხბურთო სეზონში თორნიკე ბურდულის ანგარიშზე 24 ჩატარებულ მატჩში 19 გოლია .

თორნიკე ბურდული “დინამო” სოხუმში 2018 წლის მეორე ნახევარში მოვიდა და ჯამში “დინამო” სპხუმის მაისურით 71  შეხვედრა ჩაატარა საიდანაც :

2018 წელი – 20 შეხვედრა – 7 გოლი

2019 წელი – 15 შეხვედრა  – 13 გოლი

2020 წელი – 12 შეხვედრა  – 6 გოლი

2022 წელი – 24 შეხვედრა – 19 გოლი

ჯამში  : 71 შეხვედრა – 40 გოლი

ეს ფენომენალური შედეგია და “დინამო” სოხუმის უახლოეს ისტორიაში ამდეგი გოლი არც ერთ ფეხბურთელს გაუტანია ასევე ამდენი შეხვედრა “დინამო” სოხუმის მაისურით არც ერთ ფეხბურთელს არ ჩაუტარებია !

წლების განმავლობაში თორნიკე ბუდული “დინამო” სოხუმის შეუცვლელი 10 ნომერი გახლდათ, სამწუხაროდ არ გვაქვს მის მიერ საგოლე გადაცემების სტარტისტიკა , მაგრამ დარწმუნებულები  ვართ  40 გოლზე მეტი საგოლე გადაცემა იქნება .

თორნიკე ბურდულმა 2022 წლის საფეხბურთო სეზონის შემდეგ, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დაესრულება გადაწყვიტა .

საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმი მადლობას უხდის მას კლუბის მიმართ ასეთი ერთგულებისთის და ფენომენალური შედეგებისთის , მასთან ერთად კლუბმა გაიარა ბევრი ემოციური მატჩი რომელიც დღემდე ახსოვს და არასდროს დაავიწყდებათ ჩვენი კლუბის გულშემატკივრებს !

თორნიკე ბურდული აუცილებლად დარჩება კლუბში უკვე ახალი სტატუსით რომელსაც მალე შეგატყობინებთ!

თორნიკე მადლობა !!!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp