FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი : ყველაფერს ვაფასებთ რაციონალურად და შედეგებზე პასუხისმგებლები ვართ !

საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე :

პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ ყველას ! წლევანდელი 2022 წლის სეზონი ახლა უკვე ოფიცილურად დასრულდა ! და არ შემიძლია მადლიერი არ ვიყო ყველა დონეზე ჩემი გუნდის ფეხბურთელების , დაწყებული ვაჟთა გუნდიდან  გაგრძელებული ქალთა გუნდით , ბავშვებით , ქვიშისი ფებხურთის გუნდით … ყველა დონეზე “დინამო” სოხუმი არის მოწინავე და ლიდერი ! და ეს მიუთითებს , რომ სწორად ვმუშაობთ ! პრიორიტეტებს სწორედ ვანაწილებთ ! მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ყველას :

თითვეულ ფეხბურთელს ,მწვრთნელს , ხემძღვანელებს , სტაფს !!! გაწეული შრომისთის !
2020 წელს როდესაც ქალთა გუნდი გავაკეთეთ ერთ სეზონიანი გუნდი გვიწოდეს და გვიწინასწარმეტყველეს დაშლა !
დღეს უმაღლეს ლიგაში 3 საპრიზო ადგილიი დავიკავეთ ! მეორე ლიგაში ჩვენმა ბავშვებმა 2 ადგილი დაიკავეს !!!
მადლობა ყველა მათგანს !!!
წარმოუდგენლად დამღლელი სეზონი გამოვიდა მომავალ 2023 წელს გვსურს კიდევ უფრო კარგი შედეგები ვაჩვენოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ !
დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კომპანია RMG / არემჯი -ს რომელიც “დინამო” სოხუმის გენერალური სპონსორია ! ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს სპონსორს Brand R
ჩვენს ინტერნეტ პარტნიორს სპორტ პანორამა / Sports Panorama
ასევე ჩვენს მედია პარტნიორს ტელეკომპანია ჯორჯიან თაიმსი . GTTV
დარწმუნებული ვარ მალე უფრო ძლიერები დავბრუნდებით და 2023 წელი იქნება ჩვენი წარმატების წელი !!!                           
აქვე მინდა ვისურვო , რომ მომავალი წელი იქნება უფრო საინტერესო ! უფრო მტკიცე ყველა დონეზე , ჩვენ ბევრს ვშრომობთ და ვართ ერთადერთი გუდნი ვისი მატჩებიც ტელევიზიით საკმაოდ მაღალ დონეზე და ხარისხით გდაიცემა , ასევე რადიოაში ასევე იუთუბი , ფეისბუქი … მოკლედ ყველგან ვართ ! მაგრამ რატომ უნდა ვიყოთ მხოლოდ ჩვენ ?! ჩემი აზრით ამ მიმართულებით არის ბევრი სამუშაო ჩასატარებელი! ქალთა ფეხბურთზე თუ ვისაუბრებთ ერთადერთი ადამინი ვინც ცდილობს , რომ პოპულარიზაცია გაუწიოს ეს ცალსახად და ერთპიროვნულად არის ჟურნალისტი ნიკა მითაიშვილი , რომელიც ჩემგან გაუგებარი მიზეზების გამო ჩამოშორდა მის მიერ შექმნილ ჯგუფს ქალთა ფეხბურთს და პირდაპირ ვიტყვი მოგვაკლდა ყველა ჩვენთაგანს ის ხარისხი ინფორმაციის ! ის პროფესიონალიზმი რაც იყო მისი ხემძღვანელობის დროს ! მე არ ვიცი რა მოხდა და რატომ აღარ იწერება მისი სტატიები მაგრამ ჩემი მხარდაჭერა მას და თუ საიჭირო გახდება მის გვერდით დავდგებით ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამინები ! იმედი მაქ 2023 წელს ეს ადამიანი კვლავ დადგება ქალთა ფეხბურთის სადარაჯოზე მის გუნდითან ერთად !!! 
ახლა მინდა ვისაუბრო ბოლო შეხვედრაზე აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო ჩხოროწყუს სამეგრელოს ჩემპიონობა და უსურვო წარმატებები !  ბოლო ტურში გადავწყვიტეთ , რომ ქალთა ეროვნული ლიგის მატჩში ჩვენი სარეზერვო გუნდი გვეთამაშებინა სწორედ ჩემპიონ სამეგრელოსთან ! საუბარია 14-15 წლის ბავშვებზე , სამწუხაროდ დავმარცხდით !!! საკმაოდ დიდი ანგარიშით ! ძალიან ბევრი ადამინი მირეკვს მწერს და მხარდაჭერას მიცხადებას , და მეკითხება ვარ თუ არა გაბრაზებული ამ რეზულტატის გამო ! მინდა მკაფიო აზრი გამოვხატო : ფეხბურთი არის სპორტი სადაც ხშირ შემთხვევაში მარცხდები  , როდესაც მარცხდები შენს გრაფაში იწერება 0 ქულა ! ხოლო როდესაც იგებ 3 ქულა ! ასევე უნდა ვთქვა , რომ ფეხბურთი ადვილი სათამაშო არ არის ყველა გუნდის აქვს თავისი მიზანი ! ამოცანა ! და მიდგომა კონკრეტული თამაშის მიმართ ! ეს ჩემთის გასაგებია რეზულტატი როგორც არ უნდა მომწონდეს ეს იყო მოწინააღმდეგე გუნდის დღევანდელი განწყობა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ ფეხბურთში წარმოუდგენელი არაფერია და როდესაც რისკებს აფასებ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო , ამ მარცხს ჩემს თავზე ვიღებ სრულიად და ბოდიშს უხდი ყველას ვისზეც ამ შედეგმა დიდი ფსიქოლოგიური ნეგატიური გავლენა იქონია ! მიუხედავად ყველფრისა მოედანზე დავინახე 14 წლის ბავშვები რომლებსაც თავი დაბლა არ დაუხრიათ მიუხედავად ასეთი მარცხისა მიულოცეს გამარჯვება მოწინააღმდეგეს და მიიღეს მარცხი ისე როგორც შეეფერებათ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო მათთვის ეს და მერწმუნეთ 14 წლის ბავშვები ყველა ვყოფილვართ და ეს ანგარიში ჩვენთისაც რთული გადასატანი იქნებოდა ! ამ ბავშვბმა კი განსხვავბულად სხვა ხასიათი გამოვლინეს და ეს მე მაბედნიერებს !!! როდესაც შეგიძლია თავი არ დახარო მიიღო წაგება ღირსეულად და შეეგუო ერთ წამს და მეორე წამს იფიქრო მომავალზე ! ბევრი გუნდი შეგვხვდა ამ წელს ბევრი დღესაც ვერ ივიწყებს ჩენთან მარცხს  ! თამაშის მერე შეურაწყოფაც კი მოუყენებიათ იმის გამო , რომ მოუგეთ პირადად ჩემთვისაც ! მაგრამ ეს მიუთითებს ყველა ფეხბურთელის აღზრდაზე და იმაზე , რომ მათი ინტელექტი ძალიან დაბალია მათ არ მიუღწევიათ არაფრისთვის ცხვრებაში და მარცხს არა საკუთარ თავში არამედ სხვაში ეძებენ და ინუგეშებენ თავს! მე ძალიან მიხარია ერთი რამ საქართველოში ქალთა ფეხბურთში არიან გუნდები ვინც საკუთარი გუნდის წარმატებაზე მეტად ჩვენს წარუმატებლობას ხარობს როდესაც ეს ხდება ძალიან მიხარია რადგან “დინამო” სოხუმის არის დიდი გუნდი ასე მხოლოდ პატარა გუნდების პატარა შეუმდგარი ფეხბურთელები აზროვნებენ ! ჩემმა 14 წლის ბავშვებმა კი დღეს მარცხი მიიღეს ღირსეულად და მანახას , რომ მიუხედავად პატარა ასაკისა ისიინი დიდი ადამიანები არიან ! მადლობა მათ ამისთის !!! ასე , რომ პასუხი მემგონი ნათლად ჩამოვაყალიბე ეს მატჩი წარსული იყო მსაჯის სასტვენის შემდეგ , ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე და გვქონდეს რწმენა იმისა , რომ ამ ყველაფერს გამოვასწორებთ და მომავალ წელს ოქროს მედლებს მოვიპოვებთ!
იმედი მაქ 2023 წელი იქნება “დინამო” სოხუმის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო წელი ბევრ ფეხბურთელს ვიმატებთ ამის შესახებ მოგახსენებთ დეკემბრის თვეში ! როდესაც მათ პრეზენტაციას გავმართავთ !!! 
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp