FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი : “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ !

დავით თაქთაქიშილი :

პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ფეხბურთელს ვინც კი 2022 წელის სეზონში ჩვენი გუნდის მაისური მოირგო და ღირსეულად ატარა ! სეზონის სტარტზე გვინდოდა ხუთელულში შევსულიყავით , შემდეგ ისე წავიდა საქმე და იმდენად კარგი პირველი წრე გამოგვივიდა ჩემპიონობაზეც კი ვფიქრობდით და ამის ძალა ნამდვილად იყო რომ არა ის უდისწიპლინობა რაც გვოქნდა , ხოლო უდისწიპლინობის მთავარი მიზეზი და წამალი ყველამ კარგად ვიცით რა არის … ამაზე არ ვისაუბრებ . მე შემიძლია ვთქვა მხოლოდ ერთი რაც არ უნდა ცუდი წუთები გვქონოდა იყო ჩხუბი , ბევრი კამათი , ბევრი გაიწი-გამატარე , მაგრამ იყო შედეგი ! ამ ბიჭებმა შეძლეს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და ყველგვარი პირობების გარეშე დაიდოთ ის მინიმალური შედეგი რაც გვაქ დღეს და მინდა მათ გულითადი მადლობა გადაუხადო ამ ყველაფრისთვის ! ეს სეზონი ალბათ ყველაზე დამამახსოვრებელი იქნება 2018 წლიდან ვიკავებ “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს , ხან მივდივარ ხან მოვდივარ მაგრამ ჯამში ამ წელს 5 სეზონი დავასრულე ამ გუნდის მთავარ მწვრთნელად ბევრი ფეხბურთელი პირველი დღიდან ჩემს გვერდით არის , ზოგიც კი მერე შემოგვიერთდა . 2018 წლიდან დღემდე 200 სამდე ფეხბურთელმა გაიარა ჩემს ხელში მათ ამორჩევას არ დავიწყებ ზოგს მე დავწყვიტე გული , ზოგმა მე დამწყვიტა გული მაგრამ ერთად გავაკეთეთ პატარა საქმე რასაც სოხუმის დინამოს მაისურის პატივისცემა და გვერდში დგომა ქვია ! მადლობა ყველა მათგანს !!! ჩემთვსი იყო დიდი პატივი ამ დიდ გუნდიში ვყოფილიყავი გუნდის მთავარი მწვრთნელი და იმ დიდ და გენიოს მწვრთნელების გვერდით ჩემი სახელი და გვარი მეხილა როგორებსაც 97 წლის მანძილზე წვრთნიდნენ ჩვენს კლბს ! ბოლო შეხვედრაში მონაწილეობა მეც მივიღე რადგან ეს იყო სიმბოლური ნაბიჯი , მე მივიღე გადაწყვეტილება , რომ “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დავტოვო მაგრამ ისე , რომ ამ პოზიციაზე მუშაობას აღარ ვაპირებ ეს იყო ვაჟთა გუნდში ჩემი ბოლო წელი მთავარი მწვრთნელის რანგში და მე ვარ ამაყი იმით , რომ შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი ჩემი ფეხბურთელების სახით რომლებიც გვერდით დამიდგნენ , როგორც ამ წელს ისე 2018 წლიდან დღემდე !!! მადლობა ყველას !!! ძალიან მიყვარს ეს საქმე მაგრამ ახლა სხვა გამოწვევებია და მერწმუნეთ 2023 წელს “დინამო” სოხუმს ეყოლება უფრო ღირსეული ! უფრო გამოცდილი და კარგი მთავარი მწვრთნელი !!! გემშვიდობებით როგორც მთავარი მწვრთნელი ვაჟთა გუნდის ! მაგრამ ვრჩები “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეთ ! გპირდებით მომავალი წელი იქნება უკეთესი კლუბისთის ! მადლობა ყველას და შევხვდებით 2023 წელს !!! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp