FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი : ბრინჯაოს პრიზიორობა წარმატებაა , მაგრამ მეტი შეგვეძლო!

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე დავით თაქთაქიშვილი :

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე  სასიამოვნოა , რომ ეროვნულ ჩემპიონატში საპრიზო ადგილბზე მოვხვდით და მეორე ლიგის ტრიუმფის მოგების შემდეგ უმაღლეს ლიგაში ადგილი დავიმკვიდრეთ პიროველივე სეზონში და ბრინჯაოს პრიზიორებიც გავხდით , მინდა მიულოცო ყველა ფეხბურთელს მწვრთნელებს სტაფის ყველა წევრს და ჩვენს გულშემატკივარს ეს წარმატება ! 

ჩვენი მიზნები რადიკალურად განსხვავბული იყო სეზონის სტარტზე და თუ შევაფასებთ სეზონს ნამდივლად არ ვარ კმაყოფილი მიზანი იყო ჩემპიონობა და ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ , ამას ქონდა  სიბიექტური თუ ობიექტური მიზეზები იყო პრობლმა მენეჯმენტის კუთხით  ასევე პრობლმა იყო ფეხბურთელების კუთხითაც რამაც საერთო ჯამში მოგვცა ის შედეგი რაც გვაქ !  ჩემთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ის , რომ ვინუგეშო თავი საპრიზო ადგილიც კარგია ?! დიახ მაგრამ  ამ სეზონს წარმატებულად ვერ შევაფასებ და მომავალ წელს ვთვლი , რომ ყველა შეცდომა იქნბა გამოსწორებული და იმ ნანატრ ჩემპიონობას მოვიპოვებთ რომელიც მიზანად გვაქ დასახული , ეს იქნბა რთული მაგრამ სწორი მუშაობა ამას მოიტანს ! 

ჩემპიონატის დასრულებამდე  ორი ტურია დარჩენილი , პირველ შემთხვევაში ხობის “კოლხეთს” მივიღებთ შინ ხოლო ბოლო ტურში გათამაშების ლიდერს “სამეგრელო” ჩხოროწყუს დაუპირისპირდებით  დიდი ალბათობით ამ შეხვედრებში  თავის გამოჩენის საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს მივცემთ და იქნება როტაცია ! ვგეგმავთ რამოდენიმე ფეხბურთელის აწევას ძირითად გუნდიში . რამოდენიმე ფეხბურთელს კი  ჩემპიონატის დასრულებმადე ორი ტურით ადრე დავემშვიდობებით!  

“დინამო” სოხუმის მაისურის ტარება არ უნდა იყოს მხოლოდ მოვალეობის მოხდა და ეს უნდა იყოს ყველა ფეხბურთელისთვის პატივი ! ჩემი როგორც გუდის ერთ-ერთი ხემძღვანელის მოთხოვნა ეს იყო არის და იქნება ! 

პრაკტიკულად გადაწყვეტილია ასევე , რომ “დინამო-2” სოხუმი საქართველოს ქალთა ეროვნულ ლიგა 2 – ში ვიცე-ჩემპიონები გახდებიან , ჩემპიონობის შანსი ძალიან მინიმალურია და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და “ბათუმი”-ს საფეხბურთო  გუნდის მიულოცო ჩემპიონობა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ! ეს გუნდი და შესანიშნავი ფეხბურთელები და ქალაქი ამას იმსახურებენ ! 

ჩვენი სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებს კი მინდა მადლობა გადაუხადო იმ ბავშვებს , რომლებმაც ეს შეძლეს და ვიცე-ჩემპიონები გახდნენ ! მიხარია ,რომ ბევრი ბავშვი გამოჩნდა რომელიც ძირითად გუნდიში მალე დაწინაურდებიან ! 14 წლის მარიამ გოგოლაძემ რომელმაც 20 შეხვედრაში 30 გოლის გატანა მოახერხა , 13 წლის ლიზი კაკულიამ რომელმაც 20 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა და კიდე სხვა ნიჭიერმა ფეხბურთელბმა ეს არის ჩვენი მოტივაცია სწორეთ თუ რატომ გვყავს მეორე გუნდი ! ეს უპირველსად მწვრთნელბის დამსახურებაა : გიორგი ქურხული და ბაჩა კალანდაძის რომლებმაც უდიდესი სამუშაო ჩაატარეს სწორედ ამ გუნდში . ასევე მნიშვნელოვანი იყო ძირითადი გუნდიდან ფეხბურთელების დამატება რადგან სწორეთ ლელუ ჭიჭინაძეს , გვანცა ქადაგიშვილის , მაია დანგაძის , მეგი ეჯიბიას მიმბაძველობით და მათგან მაგალითის აღებით განვითარდებიან ეს ბავშვბი , ხშირად გვაკრიტიკებენ ამის გამო თუ რატო ვამატებთ ფეხბურთელებს , ზოგჯერ არ იშურებენ შეურაწმყოფელ ფრაზებსაც კი მაგრამ არასდროს არ გაგვიმახვილებია ყურადღება ამ ყველაფერზე ეს მხოლო მათ ცუდ აღზრდაზე და ცუდ ფეხბურთელობაზე , ცუდ მწვრთნელობაზე , ცუდ დირექტორობაზე მეტყველებს !  

ჩვენ წლის ბოლოს გვექნება პრეზენტაცია გაწეული სამსახურის 2022 წლის საფეხბურთო სეზონში და , მომავალი 2023 წლის სეზონის გეგმებზე ვისაუბრებთ . მერწმუნეთ მომავალი წელი იქნება გაცილებით უკეთესი და ჩვენი კლუბი ყველა მიმართულებით გაცილებით ძლიერი იქნება  !!!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp