FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი : ბევრი სიახლე გველოდება ! მომავალი წელი გაცილებით კარგი იქნება !

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის  დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე : დავით თაქთაქიშვილი

 

– ” 2022 წლის საფეხბურთო სეზონი მალე მიილევა , ვაჟთა შორის 3 თამაში დაგვრჩა , ქალთა შორის ( უმაღლესი ლიგა ) ასევე 3 თამაში , ხოლო  ქალთა შორის სარეზერვო გუნდს კი 2 მატჩი დარჩა . საერთო ჯამში მინდა გითხრათ , რომ კლუბისთვის წარმატებული სეზონი იყო . ყველა დონეზე წარმატებული შედეგები გვაქ . 

მომავალ სეზონში უფრო გავძლიერდებით იქნება საკადრო გადაადგილებებიც , ასევე ვფიქრობთ , რომ დავიმატოთ რამოდენიმე მიმართულება ; დღეს ჩვენ გვყავს                 ვაჟთა შორის – რეგიონ ლიგის გუნდი                                                                                       ქალთა შორის  – ქალთა ეროვნული ლიგის გუნდი                                                                 ქალთა შორის – ქალთა ლიგა 2 -ს გუნდი                                                                                 მომავალ სეზონში ვფიქრობთ , რომ სამოყვარულო ლიგაში გამოვიყვნოთ ჩვენი გუნდი და ასევე მასტერ ლიგის გათამაშებაში მივიღოთ მონაწილეობა , მოგეხსენებათ ასევე გვყავს ქვიშის ფეხბურთის გუნდები როგორც ვაჟთა ასევე ქალთა შორის და საკმაოდ წარმატებითაც ასპარეზობენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ! სასიმოვნო არის ის , რომ ამ გადაწყვეტილებით საფეხბურთო მიმართულებაში გვექნბა ათვისებული ყველა სახეობა რაც კი ტარდება საქართველოში გარდა ფუტსალისა რომელსაც  2024 წლიდან ვგეგმავთ რომ ისევ შევქმნათ კარგი გუნდი . ჩვემი მიზანი იყო ყოველთის , რომ ყველგან სადაც კი საფეხბურთო ბურთ გორდება იყოს “დინამო” სოხუმი და ყველგან ისმოდეს სოხუმის სახელი და ჩვენი ხუთწლინი განვითარების პროგრამის შესაბამისად ჩვენ ეტაპობრივად ამ ყველაფერი სისრულეში მოგვყავს . 

2022 წლის ნოემბრის ბოლოს როდესაც დასრულდება ყველა ჩემპიონატი ჩვენ გვექნბა შემაჯამებელი შეხვდრა ყველასთან , აფხაზეთის ა/რ მთავრობასთან , საქართველოს ფეხბურთის ფედერციასთან , ქალაქ თბილისის მერისთან , ქალაქ თბილისისი საკრებულოსთან , აფხაზეთის ფეხბურთის ფედერციასთან, ჩვენს პარტნიორებთან , სპონსორებთან  სადაც წარმოვადგენთ 2022 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაობის ანგარიშს და ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე .

დანარჩენ დეტალებზე იქ ვისაუბრებთ ! განსაკუთრებით კი ჩვენს სამომავლო გეგმებზე ! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp