FC DINAMO SOKHUMI

ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი კახათში , და “დინამო” სოხუმის აკადემიის კიდევ ერთი გამარჯვება !!!

აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებლი საფეხბურთო ფესტივალი 2011-2012 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის.

ფესტივალი კახათში გაიმართა , და მასში მონაწილეობა ექვსმა გუნდმა მიიღო , 1 “დინამო” სოხუმის აკადემია . 2 . “კოლხა-1” ზუგდიდი , 3 . “კოლხა-2” ზუგდიდი . 4 “ხეთა” ხობი . 5 “ჭკადუაში” ზუგდიდი . 6 . “საბერიო-ენგური” გალი .

ფესტივალის გამარჯვებული “დინამო” სოხუმის აკადემია გახდა , მეორე ადგილი “კოლხა” ზუგდიდიმა დაიკავა , ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი “ჭკადუაში” ზუგდიდი გახდა !

ტურნირი ჟორა გეთიას სახელობის კახათის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ! და ამ ფესტივალს გულშემატკივარი ნამდივალდ არ აკლდა ! ასევე საპატიო სტუმრები რომლებიც მიწვეულები იყვნენ .

ტურნირი მაღალ დონზე იყო ორგანიზებული , უნდა აღინისშნოს სტადიონი მოწესრიგება , მინდორი იყო უმაღლეს დონეზე მოვლილი  ! შეიძლება ეს ფაქტორი არ გახლდეთ რამე გასაოცარი ფაქტი , მაგრამ ერთი პატარა სოფლის სტადიონი რომლის ინფრასტუქტურა არის უმაღლეს დონეზე გამართულიი როგორც ტრიბუნები , საპატი ლოჟა ბავშვებისთის  და მსაჯებისთის მოწყობილი გასახდელები საშხაპეები პატარა სოფლისთვის ნამდვილად გასაკვირია და მადლობა უნდა გადაუხადოთ ამ ყველფრის მეპატრონეს ბატონ თემურ გეთიას , რომელიც ამ სტადიონს უვლის და სრულიად უსასყიდლოთ უთმობს ბავშვებს , რომელ მოედანზეც არა ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი ვარჯიშობს და ასევე ზუგდიდის ფენიქსის ქალთა გუნდი ვარჯიშობს და თამაშობს .

ტურნირის ორგანიზატორი კი გახლდათ ბაკურ ჭითანავა რომლის სახელსაც უკავშირდება არა ერთი რეგიონული თუ საერთაშორისო ტურნირის მოწყობა სოფელ კახათში , შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ მესხის სახელობის ტურნირი სადაც 16 გუნდი ასპარეზობდა , ასევე  სომა ბარქაიას და გიორგი სიჭინავას სახელობის ტურნირი რომელშიც ასევე 16 გუნდი მონაწილეობდა , ყველა ზემოთ ხსენებულმა ტურნირმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა და გამონაკლისი არც წლევანდელი ფესტივალი გახლდათ . ფესტივალის მიზანი არის ფეხბურთს კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია , ჯანსაღი წესის დანერგვა  და მეტი ფეხბურთელის წარმოჩინება , რაც ამ ფესტივალმა ნამდვილად გაამართლა და ორი დღის განმავლობაში კახათში ბავშვებისთის ნამდვილად საფეხბურთო ზეიმი იყო .

ცალკე უნდა აღინიშნოს გალის გუნდის მონაწილეობა ტურნირში , შესანიშნავი ფეხბურთელები ენგურს იქედან გადმოვიდნენ ამ ფესტივალში მონაწილეობისთის რაც უზადოდ დიდი ნიშანდობლივი ქმედებაა და ხაზს უსვამს  ფესტივალის მნიშვნელობას და ორგანიზებას !

ფესტივალი როგორც თავში მოგახსენეთ აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული და ფეხბურთელები სწორედ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ბატონმა ვიტალი ბენდელიანმა, ასევე აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის სამსახურის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბატონმა ბეჟან ქვილითაიამ , აგრეთვე აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ბატონმა ირაკლი ცხოვრებაშვილმა ( მსოფლიო თასის ორ გზის მფლობელი ძალისმიერ სამჭიდში) . საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული  აღნიშნულ ფესტივალზე “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე დავით თაქთაქიშვილიც , რომელმაც დაჯილდოვების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა .

ახლა უშუალოდ ტურნირს დავუბრუნდეთ , “დინამო” სოხუმის აკადემიის 2011-2012 წელს დაბადებული ჭაბუკები რომელთა მთავარი მწვრთნელი ჯაბა ლეშკაშელია , ფესტივალის მიმდინარეობის დროს ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს ამ გათამაშებაში , უნდა აღინიშნოს , რომ ჩვენმა ბიჭებმა ყველა შეხვედრის მოგება მოახერხეს ისე , რომ გოლიც კი არ გაუშვიათ ! ასევე უნდა ავღნიშნოთ , რომ რამოდენიმე კვირის უკან ასევე ჯაბა ლეშკაშელის მომზადებულმა ბიჭებმა თამაზ კუჭუხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მოიგეს , ახლა კი ეს ფესტივალი ! წინ კიდევ ბევრი ფესტივალი და ჩემპიონატი  გველოდება . უახლოეს მომავალში ჩატარდება შარტავას სახელობის ფესტივალი “დინამო” სოხუმის აკადემიის ბაზაზე რომელიც სავარაუდოთ 10 ოქტომბერს დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებს რვა გუნდი .

საერთო ჯამში გვინდა ვთქვათ , რომ ფესტივალი შედგა ! და კლუბის სახელით მადლობა გადაუხადოთ ტურნირის ორგანიზატორებს ! ბატონებს : ბაკურ ჭითანავას , თემურ გეთიას , ვიტალი ბენდელიანს , ბეჟან ქვილითაიას , ირაკლი ცხოვრებაშვილს .  ასევე ყველა მონაწილე გუნდის და ფეხბურთელს !

განსაკუთრებული მადლობა ჩვენი გუდნის დიდ მეგობარს საფეხბურთო კლუბ “კოლხას” მთავარ მწვრთნელს ბაკურ ჭითანავას ასეთი ფესტივალის ორგანიზებისათვის და განხორცილბისათის ! და იმ დაფასებისთის , რომ “დინამო” სოხუმი ამ ფესტივალზე იქნა მიწვეული . თამამად შეგვიძლია ვთქვათ , რომ უმოკლეს ვადაში “კოლხა” ზუგდიდი იქცა ზუგდიდიში ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვთა სკოლა და მათთან თამაში ჩვენთის დიდი პატივი იყო !

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp