FC DINAMO SOKHUMI

29 წელი სოხუმის დაცემინდან…

29 წელი სოხუმის დაცემიდაან .

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. მასე მერე საქართველო ტკივილით აღნიშნავს ამ დღეს და ასე იყო ახლაც. აფხაზეთი დააკლდა არამარტო მთლიანად ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს სულსა და გულს, არამედ, ქართულ ფეხბურთსაც .

27 სექტემბრის და ქვეყნის ერთიანობას შეწირულ გმირთა ხსოვნას კი ყველაზე კარგად პატივს ამ გუნდების პატრონობით მივაგებთ. ამ ისტორიასა და სახელებს კი გაფრთხილება სჭირდება, რადგან სოხუმის “დინამო”, “ცხუმი” და იგივე “გაგრა” საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს ერთიანობის ყველაზე კარგი წარმდგენი იქნება.

აქვე მოგითხრობთ “დინამო” სოხუმის მცირე ისტორიას და თუ რა დაკარგა საქართველოსმ აფხაზეთის და სოხუმის დაკარგვით ! ეს გუნდი “დინამო” სოხუმია რომლეიც წლების განმავლობაში სეპარატისტების ხელში იქნა ჩაგდებული . საბედნიეროდ 2013 წლიდან გუნდმა სრული რენიმაცია განიცადა და დღეს ეს გუნდი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად !

სოხუმში ფეხბურმა ფეხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში მოიკიდა, 1900 იან წლებში ფოთის მსგავსად სოხუმის ნავსადგურშიც შედიოდნენ ევროპული გემები.
არსებობს გადმოცემა, რომ როდესაც სანაპიროსთან ახლოს ბრიტანული გემი ჩაძირულა, ადგილობრივებს გემის ტრიუმში ჩაუყვინთვიათ და იქედან ახალი ბუცები ამოუტანიათ. როგორც ამ ამბიდან ჩანს, მაშინ ჭირდა საფეხბურთო ეკიპირება, ამის მაგალითია ის ფაქტი, რომ კარს ბამბუკის ჯოხებისგან აკეთებდნენ, თამაშის შემდეგ კი სახლში მიქონდათ, რომ არავის მოეპარა.
XX საუკუნის მეორე და მესემე ათწლეულებში სოხუმელები სისტემატიურად ეპაექრებოდნენ ფოთის, სენაკის, ბათუმის და ქუთაისის საფეხბურთო გუნდებს.
გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ: ვანო მიქაძე, ამირან ტყებუჩავა, ვალტერ სანაია, იურა გრამატიკოპოლუ, იურა ვარდიმიადი, გენადი ბონდარეკნო და სხვები.
1925 წლის 14 იანვარს სოხუმში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “დინამო”
1936 წლიდან სოხუმის “დინამო” სსრ საფეხბურთო ჩემპიონატისა და თასის გათამაშებაში ჩაერთო. 1947, 1948 წლებში გახდა საქართველოს სსრ ჩემპიონი, ხოლო 1944 და 1948 წლებში საქართველოს სსრ თასის მფლობელი.
1992 წლიდან, სოხუმის ოკუპაციის გამო, თამაშობს თბილისში. ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის პირველობაზე.
კლუბის ღირსებას სხვადასხვა დროს იცავდნენ ქართული და საბჭოთა ფეხბურთის ისეთი სახელოვანი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ: ავთანდილ ღოღობერიძე, ნიკიტა სიმონიანი, იური გრამატიკოპულო, ვალტერ სანაია, იური ვარდიმიადი, ნიაზ ძიაპშიპა, რევაზ ძოძუაშვილი, ალექსი ილიადი, ოთარ გაბელია,ახრიკ ცვეიბა, გოჩა გოგრიჭიანი თემურ ქეცბაია, სოსო მალანია,გოჩა ჟორჟოლიანი და სხვ.
გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში კლუბში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: იური გრამატიკოპულო, გიგა ნორაკიძე, ნიაზ ძიაპშიპა, ნუგზარ ბოჯგუა, გოჩა ჟორჟოლიანი,უჩა ქანთარია, მამუკა კიკნაძე, რევაზ ძოძუაშვილი და სხვ.
1944 წლის შემოდგომაზე საქართველოს სსრ თასის გათამაშება გაიმართა, რომელშიც 12 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სოხუმის „დინამოს“ გარდა,[კომ. 1] აფხაზეთიდან გათამაშებაში ოჩამჩირის საფეხბურთო ნაკრებიც მონაწილეობდა. სოხუმელმა ფეხბურთელებმა მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარეს. მათ ჯერ მახარაძის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით — 9–0, ხოლო შემდეგ თბილისის „შრომითი რეზერვების“ გუნდს მოუგეს — 6–1 და ფინალში ქუთაისის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტი შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე შედგა და დიხამინჯიას და ვარდიმიადის გოლებს წყალობით კვლავ სოხუმელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დასრულდა. სოხუმის დინამოელები პირველად გახდნენ საქართველოს სსრ თასის მფლობელები. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა კლუბის არსებობის ისტორიაში.
1965 წლის 22 მაისს საკავშირო თასის 1/16 ფინალში სოხუმს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ესტუმრა. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. გულშემატკივართა ნაწილი, რომელთაც სტადიონზე მოხვედრა ვერ შეძლეს, სოხუმელთა და თბილისელთა შეხვედრას გარშემო სახლების სახურავებიდან ადევნებდა თვალს.
საკავშირო თასის 1987–88 წლების 47-ე გათამაშების ფარგლებში ჩატარებული ექვსი მატჩიდან სოხუმელებმა სამი შეხვედრა მოიგეს, სამი დათმეს — მათ შორის ორივე მერვედფინალური მატჩი თასის მომავალ მფლობელთან ხარკოვის „მეტალისტთან“ (0–3, 1–2) და შესაბამისად, ამავე ეტაპზე დაასრულეს გათამაშება.
1989 წლის სეზონში სოხუმელებმა წარმატებით იასპარეზეს საკავშირო ჩემპიონატის II ლიგის IX ზონაში და პირველი ადგილი დაიკავეს. ამის შემდეგ ასევე, წარმატებით ჩაატარეს ფლეი-ოფის მატჩები ფერგანის „ნეფტიანიკთან“ და პავლოდარის „ტრაქტორთან“. გადამწყვეტი გამოდგა 1989 წლის 9 ნოემბერს სოხუმში ჩატარებული შეხვედრა ფერგანის „ნეფტიანიკის“ წინააღმდეგ. შეხვედრის მე-15 წუთზე სოხუმელები რომან ხაგბამ[35] თერთმეტმეტრიანით დააწინაურა. ტაიმის მიწურულს კი გიორგი ჩალიგავამ მეორედ აიღო სტუმართა კარი — 2–0. სოხუმის დინამოელებმა საბოლოოდ, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და საკავშირო ჩემპიონატის I ლიგის საგზური მოიპოვეს. რესპუბლიკურ სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრას, რომელიც სულ 10 000 მაყურებელზე იყო გათვლილი — 20 000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.
1990 წლის 17 მარტს სოხუმში გაიმართა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის, სოხუმის „დინამოს“ საფეხბურთო კლუბის საბჭოს, კლუბის დამფუძნებელი ორგანიზაციებისა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე განსახილველი საკითხებით დაინტერესებული საზოგადოების ნაწილის გაფართოებული სხდომა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სოხუმის „დინამოს“ საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის შესახებ. ამავე დღეს, დაბა ეშერის სპორტულ ბაზაზე გაიმართა სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელების კრება. კრების დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ სოხუმის „დინამოს“ ტოვებდნენ: გუნდის მეორე მწვრთნელი — ირაკლი ქოიავა, ადმინისტრატორი — აკაკი პაპავა, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი — ნოდარ კაკულია და გუნდის რვა ფეხბურთელი — ბენიძე, ჟორჟოლიანი, დოჩია, მალანია, ფარულავა, ჩიხრაძე, ინალიშვილი და გოგრიჭიანი.
2000 წელს ქართული ფეხბურთის მესვეურთა ერთი ნაწილის ინიციატივითა და ძალისხმევით მოხერხდა სოხუმის „დინამოს“ ქართულ საფეხბურთო სივრცეში დაბრუნება. იმავე წლიდან კლუბი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის პირველობაზე ასპარეზობს. 2005–06 წლის საფეხბურთო სეზონში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, გადაწყდა გამონაკლისის სახით სოხუმის „დინამოს“ უმაღლეს ლიგაში დაშვება. გუნდში, ეროვნული ჩემპიონატის კვალობაზე, რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი გამოჩნდა, მათ შორის — გია ჩხაიძე, მამუკა წერეთელი, შოთა ჩომახიძე, ვალტერ გუჩუა, მამუკა რუსია, თემურ გადელია და სხვ. თუმცა, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო კლუბი ჩემპიონატს პირველივე სეზონში გამოეთხოვა.
2013 წელს მამუკა ბიძინაშვილის[63] თაოსნობით საფეხბურთო კლუბი „დინამო“ სოხუმი კვლავ დაუბრუნდა ქართულ ფეხბურთს და მას შემდეგ საქართველოს რეგიონული ლიგის უცვლელი მონაწილეა. 2013 წლიდან დღემდე სოხუმის „დინამოს“ მაისურით კლუბის ღირსება 200-ზე მეტმა ფეხბურთელმა დაიცვა. ამავე პერიოდში კლუბმა ოთხი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა.
2018 წლიდან გუნდი დავით თაქთაქიშვილმა ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით სოხუმის „დინამომ“ 58 მატჩი ჩაატარა. აქედან 27 შეხვედრაში გაიმარჯვება მოიპოვა, 20 შეხვედრა დათმო, ხოლო 11 მატჩი ფრედ დაასრულა.
2020 წელს სოხუმის „დინამოს“ მესვეურთა ინიციატივითა და ძალისხმევით, კლუბის ბაზაზე, აფხაზური ფეხბურთის ისტორიაში პირველად შეიქმნა ქალთა საფეხბურთო კლუბი „დინამო“ სოხუმი.
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp