FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის აკადემია , თამაზ კუჭუხიძის სახელობის ტურნირის გამარჯვებულია !

თამაზ კუჭუხიძის სახელობის თასი 2022 დასრულდა ! ტურნირში მონაწილეობას 4 გუნდი იღებდა ,  “დინამო” სოხუმის აკადემია, “ბერმუხა” თბილისი , “ალაზანი” გურჯაანი , “ლია” წალენჯიხა .

ტურნირი საკმაოდ დაძაბული გამოდგა ,  მატჩი მესამე ადგილისთის ერთმანეთს , თბილისის “ბერმუხა” და გურჯაანის ” ალაზანი” დაუპირისპირდნენ , შეხვედრა გურჯაანელთა გამარჯვებით 4-1 დასრულდა !

ფინალური დაპირისპირება კი ისეთი გამოვიდა როგორც ამ შესანიშნავი ადამინის ხსოვნას შეეფერება ! წალენჯიხის ” ლია” – ს და “დინამო” სოხუმის ფეხბურთელებმა საკმაოდ სანახაობრივი მატჩი გამართეს , საბოლოოდ მატჩი სოხუმელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა და თასიც სწორედ “დინამო” სოხუმელებმა მოიპოვეს .  ჯაბა ლეშკაშელის ფეხბურთელები ტურნირზე ნამდივლად გამორჩეულები იყვნენ და ეს უპირატესობა  ჩემპიონობის მოპოვებით დააგვირგვინეს !

უნდა აღინიშნოს , რომ ეს ტურნირი 36 წელია ტარდება , პირველად თამაზ კუჭუხიძის სახელობის ტურნირი ქალაქ გაგრაში 1986 წელს გაიმართა მისი ორგანიზატორი კი სერგო ჩოგოვაძეა რომელიც ტურინრს ორგანიზებას 36 წელია უწევს . ტურნირის თასი კი სპეცილურად ამ გათამაშებისთვის რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დამზადდა  და ეს ბროლის თასი არა ერთი დიდი გუნდის თუ დიდი ფეხბურთელების ხელში ყოფილა ! აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ ტურნირი თბილისში გაგრძელდა , და ამ  გათამაშებაში მონაწილეობა არა ერთ გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელს აქვს მიღებული !

“დინამო” სოხუმმა თამაზ კუჭუხიძის ხსოვნისადმი ტურნირი მეორედ მოიგო ! ეს ორმაგად გასახარია რადგან თამაზ კუჭუხიძე “დინამო” სოხუმის ვეტერანი ფეხბურთელი გახლდათ !

ჩემპიონატი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით  და მხარდაჭერით მიმდინარეობდა ! ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები და შესაბამისი სინჯის მედლები , ასევე გამოვლინდნენ ჩემპინატის საუკეთესო ფეხბურთელი , საუკეთესო თავდამსხმელი , საუკეთესო მეკარე , ტურნირის პერსპეკტიული ფეხბურთელი , ტურნირის აღმოჩენა !

“დინამო” სოხუმის მადლობას უხდის ტურნირის ორგანიზატორს ბატონ სერგო ჩოგოვაძეს  და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს სოსო მალანიას , ტურნირში მიწვევისათვის და იმ შესაძლებლობისათის , რომ ამ შესანიშნავი ადამინის და ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და “დინამო” სოხუმის ვეტერანი ფეხბურთელის თამაზ კუჭუხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილოებისთვის !

გილოცავთ “დინამო” სოხუმის აკადემიის კიდევ ერთ წარმატებას !!!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp