FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმი სტუმრად ხაშურის “ივერია”-სთან დამარცხდა !

🏆 რეგიონ ლიგა 18 ტური.
🔴“ივერია” ხაშური – 2 : 1 ( 0 : 1 ) -“დინამო” სოხუმი🔵
⚽️ გოლი :
🤜 ჯაბა ლეშკაშელი
დინამო : ლაშა მაჭავარიანი , გიორგი არუთინოვი ( ლუკა ქეთელაური 88 წუთი)  , ოთო ივეჩიანი , ნიკო პაპავა,თორნიკე ღონღაძე , ნიკოლოზ სამუშია , გიორგი დუღაძე , თორნიკე ბურდული C , საბა ბეგაშვილი ,თორნიკე გობრინიძე , ჯაბა ლეშკაშელი .
სატადარიგო : დავით მეტრეველი , დავით მდინარაძე .
მთავარი მწვრთნელი : დავით თაქთაქშივილი
ადმინისტრატორი : მამუკა კიკნაძე
ექიმი : ქუჯი გამსახურდია
 
მატჩის შემდეგ “დინამო” სოხუმის მთავარი მწვრთნელი : 
” პირველყოვლისა ვულოცავ ხაშურის “ივერია”-ს გამარჯვებას და ვუსურვებ შემდგომ მატჩებში წარმატებას ! თამაშს რაც შეეხება კარგად დავგეგმეთ და სწორედაც ვთამაშობდით , სამწუხაროდ მომენტების რელიზაცია ვერ მოვახდინეთ განსაკუთრებით პირველ ტაიმში ! რამაც უკუ რიქცია მოგვცა და იქით მივიღეთ , მეორე ტაიმში ბევრი სივრცეები მოგვცა მეტოქებ და ესეც ვიცოდით გვქონდა კარგი კონტრ შეტევები მაგრამ ბოლო ფაზაში სამწუხაროდ ვერ ვასრულებდით დავალებას. თავი იჩინა ფიზიკურმა დაღლილობამ მეტოქებ აშკარად დაგვჩაგრა ამ ასპეკტში და მივიღეთ ის შედეგი რაც გვაქვს . ბიჭების ბრძოლით უკმაყოფილო ვერ ვიქნები ვიბრძოლეთ რაც შეგვეძლო მაგრამ სამწუხაროდ არ აღმოჩნდა საკმარისი ეს ძალისხმევა წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით მაგრამ ასე ხდება ფეხბურთი სწორედ ამიტმ არის საინტერესო სპორტი . ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია , რომ ყველა შეხვედრაში ვიბრძოლოთ ბოლომდე და ჩემპიონატი ღირსეულად დავასრულოთ . შემდეგი მატჩი ასევე გასვლაზე გორში საკმაოდ კარგ გუნდითან გვაქვს და იმედი მაქვს იმ შეხვდრაში გუნდი იქნბა მზად . უნდა ავღნიშო ასევე მსაჯობის საკითხი და ვაღიარო ერთი  რამ , ასეთი მსაჯობა ჯერ ჩვენს თამაშზე არ ყოფილა ! მიუხედავად იმისა , რომ დავმარცხდით უნდა ითქვას , რომ მსაჯობა იყო იდიალური და მინდა მადლობა გადავუხადო სამსაჯო ბრიგადას ასეთი კარგი მსაჯობისათის ! შესანიშნავი გარემო იყო სტადიონზე შექმნილი და სწორედ ასეთი სტადიონები რეგინბში მოგვცემს ჩვენ განვითარებას , მიუხედავად კოკისპირული წვიმისა ბევრი გულშემატკივარი იდგა და გულშემატკივრობდა ხაშურელებს ეს დასაფასებელია და მისაბაძი, სამწუხარო არის ერთი ფაქტი , რომ ჩვენს ქვეყანაში იმდენი ხანია ხალხი მოედანზე არ ყოფილა ალბათ ნამდვილი გულშემატკივრობა რა არის ზოგს დაავიწყდა მე ადრეც ვისაუბრე და ახლაც ვიტყვი გულშემატკივრობა არ არის მოწინააღმდეგე ფეხბურთელების გინება 90 წუთის განმავლობაში ეს მარაზმია ! ხაშური ეს  თავისი შესანიშნავი სტადიონით იმსახურებს  ბევრ წარმატებებს მაგრამ ასე არ შეიძლება როდესაც ფეხბურთელს აგინო მოედანზე იმის გამო ,რომ მას აწუხებს ფეხი … და კიდევ სხვა მიზეზების გამო ასეთ ქცევას არ იმსახურებს არც მოწინააღმდეგე გუნდი  და არც მასპინძელი გუნდი ! ამიტომ ვუსურვებდი მხოლოდ ერთს , რომ ვუგულშემატკივროთ ყველამ ჩვენს გუნდის მაგრამ ერთმანეთს ვცეთ პატივი და მოვაქციოთ ეს ყველაფერი ურთიერთ პატივისცემის და ნამდვილი გულშემატკივრობის ჩარჩოში . მინდა კიდევ ერთხელ ხაშურის გუნდის წარმატებები ვუსურვო ეს ქალაქი , თავისი შესანიშნავი სტადიონით იმსახურებს მაღალ ლიგაში ასპარეზობას ! ” – ჩვენ კი სხვა არაფერი დაგვრჩენია ვიბრძოლოთ ბოლომდე ჩვენი სახელისთის ! ერთმანეთისთის ! დაჩვენი გულშემატკივრებისთის !!! 
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp