FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი : დაგეგმილია საკადრო ცვლილებები …

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე დავით თაქთაქიშვილი .

 

  • როგორ შეაფასებთ 2022 წლის სეზონს  ამ მდგომარეობით ? ხართ თუ არა კმაყოფილი გუნდის შედეგებით ?

პირველ რიგში ჯერ სეზონი არ დამთავრებულა და  რთულია რამე დასკვნების გამოტანა , ამ მომნტისთის რა მდგომარეობაც გვაქ სატურნირო თვალსაზრისით  ვერ ვიტყვით , რომ ცუდია ! მაგრამ ასევე არ შეიძლება ითქვას , რომ კარგია ! გვიჩვენებს დრო ჯერ კიდევ არის სეზონის ბოლომდე დარჩენილი თამაშები და იმედი მაქვს იმ მიზანს გუნდი მიაღწევს რაც დასახული აქვს , საუბარი მაქვს ყველა დონაზე , როგორც ვაჟთა ისე ქალთა შორის . 

  • რა მინუსები დაგანახათ განვლილმა სეზონმა ? რისი გამოსწორება არის შესაძლებელი პროცესში , ან რას გეგმავთ იმისთის , რომ მომავალ წელს უკეთესი შედეგი იყოს ?

კიდევ ერთხელ ვიტყვი ჯერ დასკვენბის გაკეთება ადრეა ! ბევრი თამაშია დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს , ილუზიაბში ცხვრება არ მიყვარს და იმ რიალობიდან გამომდინარე რაც დღეს გვაქ სატურნირო თვალსაზრისით , როგორც ვაჟთა ასევე ქალთა შორის შანსი გვაქ მაგრამ რათქმაუნდა ისეთი არა როგორც სეზონის სტარტზე ან მეორე ნახვრის განახლებამდე . შეცდომას რაც შეეხება, დიახ იყო ბევრი შეცდომა და ახლა მისი გამოსწორება შეუძლებელია ! ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა შეცდომები დავუშვით და ვაანალიზებთ ამ ყველაფერს ხოლო ამის გამოსწორება ეტაპობრივად მოხდება , რაც დაგვაკლდება წელს ვეცდებით მომავალ წელს ავინაზღაუროთ და იმ მიზანს მივაღწიოთ რაც დასახული აქვს კლუბს ყველა დონზე ! 

  • რას მიიჩნევთ შეცდომათ ? რაზეც საუბრობთ , რომ არის გამოსასწორებელი ? 

ახლა ვრცლად ამაზე საუბარი არ მსურს ! სეზონის დასრულებას დავლოდები . მაგრამ არის რაც თვალხილულია და ეს შეიძლება ითქვას : ქალთა მიმართულებით ბევრი შეცდომა იყო დაშვებული …. ძალიან ბევრი 2022 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული ძალიან გაბრაზებული ვარ რაღაც ფაქტორების გამო  მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა როდესაც შრომა არ ფასდება იქ ყველაფერი უკან წავა ! ლეგიონერების თემა არის ალბათ ყველას რაც აინტერესებს და კომიკური გახდა და ყველა კითხულობს თუ სად არიან ლეგიონერები რომლებიც წარვადგინეთ ! სამწუხაროდ ვისაც ეს თემა ქონდა დავალებული და უნდა შეესრულებინა ბოლომდე მან ვერ შეძლო სავიზო საკითხების მოგვარება და მივიღეთ , ის რაც მივიღეთ პრე კონტრაქტირებული ფეხბურთელები რომლებიც დღესაც ჩემოდნებზე სხედან და ჩვენ გველოდებიან ! სამწუხაროდ შევრცხვით და ამის გამო საჯაროდ ვიხდი ბოდიშს ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ! პირველი შესაცვლელი არის ეს საქმე უნდა გაკეთდეს ბოლომდე და შემდეგ მოხდეს რაიმეს გასაჯაროვება და წარდგენა საზოგადოების მიმართ , რადგან ერთ უზუსტობას მეორე მოყვება და ექნება ჯაჭვური რეაქცია .

  • როგორ ფიქრობთ ქალთა გუნდის რეზულტატზე იმოქმედა ლეგიონერების არ / ვერ ჩამოყვანამ ?! 

ცალსახად და ერთპიროვნულად ! გუნდში უმაღლესი დონის ლეგიონერები მოდიოდნენ და ეს იქნბოდა გადამწყვეტი ფაქტორი ჩემპიონობის გზაზე  , ეს ასე არ მოხდა რამაც გუნდი დააზიანა უპირველესად ფსიქოლოგიურად რასაც ზოგ შემოთხვევაში დემოტივაცია მოყვა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ ! რთულია ,როდესაც შენს ამდენ გულშემატკივარს იმედებს უცრუებ და თავის მართლების რეჟიმში ხარ ეს ხშირ შემთხვევაში დამამცირებელია . 

  • ვაჟთა შორის რას გვეტყვით ? მიზანი სეზონის სტარტზე ჩემპიონობა იყო ახლა გუნდი ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება ხოლო მეორე ადგილოსანს 8 ქულით . 

პასუხი მარტივია უმოტივაციობა , არა სპორტული არამედ ფინანსური ! როდესაც გიწევს “მშიერ ფეხბურთელბთან” ურთიერთობა მათი სპორტული ჟინი რაც არ უნდა მაღლა იყოს რთულია სასურველი რეზულტატის ჩვენება , მიუხედავად იმისა , რომ ყოველთვის ვამბობ გუნდში მყავს ფეხბურთელები რომლებიც აკმაყოფილებენ არა რეგინ ლიგის არამედ ეროვნული ლიგის დონესაც , თუ გადავხედავთ შემადგენლობას და 2 წლით უკან გავიხედებით ასეც იყო ეს ფეხბურთელები ეროვნულ ლიგაში და  საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდნენ ! ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი არის რაზეც საუბარი არ შეიძლება , მიუხედავად ყველფრისა დაკარგული არაფერია წინ ცხრა ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს! ახლა მთავარია ყოველა შეხვედრაში გუნდმა იპოვოს ძალა და გამარჯვებისთვის გავიდეს ! რთულია წელს პირველად მიჯნით ორი მატჩი წავაგეთ და ფეხბურთელების ფსიქოლოგური მდგომარეობა არაა ისეთი როგორც უნდა იყოს მაგრამ მჯერა სულისკვეთების რომელიც შეგვიძლია ვაჩვენოთ მატჩებში ! თუ მოვინდომებთ ყველაფერი გამოგვივა არა მარტო ვაჟთა შორის არამედ ქალთა შორისაც ! 

  • აქვე გკითხავთ აკადემიაზე  რა პროცესშია და რა გეგმები გაქვთ ?

აკადემია არის ის რისკენაც გუნდი უნდა განვითარდეს პირველყოვლისა ინფრასტრუქტურასთან ერთად , რადგან გუნდის ამომავალი წერტილი არის მომავალი თაობა ! ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი აკადემია და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ წარმატებაზე . ერთი სათამაშო ფილოსოფიის ქვეშ უნდა გაერთიანდეს ყველა გუნდი ერთი სათამაშო სისტემის და უნდა მოხდეს აქცენტი არა შედეგზე არამედ ინდივიდის განვითარებაზე რაც გრძელვადიან პრესპეკტივაში მოგვცემს ძლიერ ძირითად გუნდს ! ამისთვის კი ჩვენ უნდა შევქმნათ ყველა პირობა ! ხშირად მესმის ჩვენ მაისურებს ვჩუქნით , საწვიმარს ფორმებს და ასე შემდეგ და ეს ითვლება პირობათ …. სამწუხაროდ უნდა ვთქვა ეს არაა პირობა ! ეს ვალდებულბაა კლუბის და შემადგენელი ნაწილი რაც უნდა ქონდეს ნორმალურ საფეხბურთო სკოლას თუ კლუბს და ამით არ უნდა იწონებდეს თავს არც ერთი საფეხბურთო სკოლა თუ კლუბი .. ის მეორე უკიდურესობაა როდესაც ბავშვებს ფორმებში, ბურთებში და ინვენტარში ფულს ახდევიენებნ . მოკლედ , რომ გითხრათ ჩვენი აკადემია უნდა გავითარდეს ლიცენზირებული ახალგაზრდა და გამოცდილი მწვრთნელებით , ერთი სათამაშო ფილოსოფიიის და სათამაშო სისტემის ქვეშ , რამაც უნდა მოგვცეს შედეგი გრძელვადიან პერსპეკტივაში . 

  • რა გეგმები გაქვთ ? მომავალ წელს გეგმავთ თუ არა სიახლეებს ? 

ამაზე საუბარი ჯერ ადრეა ! ჯერ სეზონი უნდა დასრულდეს მაგრამ გეტყვით , რომ გუნდის სრული რებრედინგი იგეგმება ყველა მიმართულებით , მათ შორის იქნება სტრუქტუ რული ცვლილებები და გადაადგილებები ! რაც იმ შეცდომებს გამორიიცხავს რაც ამ სეზონში დავუშვით . ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის , რომ ის მიზანი რაც გვაქ “დინამო” სოხუმის ძველი დიდების დაბრუნების და ჩვენი გულშემატკივრის გახარების . ბევრი კარგი სიახლეც გველოდება , იქნებიან ახალი სპონსორები ახალი მედია პარტნიორები , ახალი დირექტორები , და ახალი მართველები მოკლედ , რომ გითხრათ ვეცდებით , ყველა შეცდომა რაც დავუშვით გამოვასწოროთ . გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და მას მუდმივად ჭირდება ახალი სისხლი , ამიტომ ჩვენ ეს სისხლი უნდა მივაწოდოთ ! მთავარია წელს ავიღოთ რაც შეიძლება მაღალი ადგილები ყველა დონეზე რაც დაგვეხმარება მომავალი წლის კიდევ უფრო კარგად დაგეგმვაში ! სელექციის კუთხით ბევრი გვექნება სამუშაო , რადგან  გუნდიში უნდა მოვიყვანოთ ფეხბურთელი რომელსაც გააზრებული ექნება ამ კლუბის მნიშვნელობა და პატივი უნდა იყოს ამ გუნდის მაისურის მორგება და მხოლოდ გასამჯელოს გამო არ უნდა თამაშობდეს ამ გუდის მაისურით ! ეს იქნება ჩემთვის მთავარი მახასითებელი ახალი ფეხბურთელების მოყვანის რადგან ეს არის გუდნი რომელიც ატარებს სოხუმის სახელს , ამ კლუბში უთამაშია არაერთ ქართული ფეხბურთის ლეგენდას და ჩვენ უფლება არ გვაქ ამ გუნდის მოვექცეთ როგორც “მეწველ ძროხას” და ვითამაშოთ იმ გმირებისთვის იმ სახელისთის რასაც სოხუმი ქვია რადგან ყოველდღიურად ვგრძნობთ აფხაზეთიდან მხარდაჭერას , რომლებიც პირად შეტყობინებაში გვიგზავნიან წერილებს და გვიცხადებენ მხარდაჭერას ! ეს არის ჩვენთვის ყველზე მნიშვნელოვანი ეს დიდი გუნდია და უნდა გაიგოს ყველა იმ ფეხბურთელმა რომელიც ამ გუნდიში თამაშობს !!! 

 

  • დიდი მადლობა ! 

 

 

 

საფეხბურთო კლბ “დინამო” სოხუმი .

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp