FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის აკადემიის კიდევ ერთი პროექტი !

სამ ოქტომბერს სტარტს აიღებს “დინამო” სოხუმის აკადემიის კიდევ ერთი პროექტი , რომლის მთავარი მიზანი არის ფეხბურთის კიდევ მეტი პოპულარიზაცია , ჯანსაღი წესის დანერგვა და “დინამო” სოხუმის აკადემიისთის ნიჭიერი ფეხბურთელების გამოვლენა და აკადემიაში ჩარიცხვა .

პროექტის მიზანია , საჯარო სკოლებს შორის განხორცილდეს საფეხბურთო ტურინირი , პირველ ეტაპზე დიდი დიღომში იქნა შერჩეული რვა საჯარო და კერძო სკოლა , რომლებიც ამ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილობას .

2016 – 2015 – 2014 – 2013 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის “დინამიადა” 3 ოქტომბერს აიღებს სტარტს !

3 – 7 ოქტომბერი – 2016 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის

10 – 14 ოქტომბერი – 2015 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის

17 – 21 ოქტომბერი –  2014 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის

24 – 28 ოქტომბერი –  2013 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ სკოლებს ( გუნდებს )  გადაეცემათ შესაბამისი სინჯის მედლბი და თასები .

დაჯილდოვების ცერემონალი გაიმართება 28 ოქტომბერს , სადაც ყველა ასაკში გამარჯვებული ფეხბურთელები დაჯილდოვდებიან !

 

ტურნირი მიიღებს ყოველწლიურ სახეს და ჩატარდება ყოველ წელს . რაც კლუბს მიცემს საშუალებას შეარჩიოს ნიჭიერი ფეხბურთელები , ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მოხდინოს ახალგაზრდებში !

პერიოდულად ტურნირი მოიცავს სხვადასხვა თბილისის უბნებს , და გაიზდება მონაწილეთა რაოდენობაც !

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp