FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი : დავმარცხდით ბრძოლაში ! მაგრამ ომს აუცილებლად მოვიგებთ !

6 აგვისტოს გაიმართა, რეგიონული ლიგის მორიგი, 16 ტურის მატჩი, სადაც “დინამო” სოხუმი სტუმრად, “იბერია 2010” თბილისს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2-1 დამარცხდა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის დავით თაქთაქიშვილის კომენტარი აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით:

“პირველ ყოვლისა მინდა, მივულოცო გამარჯვება “იბერია 2010”-ს. რა შეიძლება ვთქვა?! ეს იყო ყველზე უსახური თამაში, რაც კი ამ გუნდის ჩაუტარებია ამ სეზონში! მიზეზი კი ერთია – ჩვენ მზად ვიყავით ამ მატჩში გასამაჯვებლად, ყველა ასპექტში მოწინააღმდეგეს ვჯობდით და სწორედ ეს იყო მარცხის საწინდარი! ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ ისე, თითქოს მატჩი უკვე დამთავრებული იყო და მორიგი სამი ქულა გვქონდა აქტივში. არ შეაფასეს მეტოქე და ვიყავით სრულიად ატროფირებულები მოედანზე, რამაც ეს შედეგი გამოიღო! ჩვენ თუ გვსურს საჩემპიონო გზაზე ვიაროთ, ჩვენი მენტალური მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ არ სურთ ჩვენი ჩემპიონობა და გვებრძოდეს ვინმე, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და ვითამაშოთ ის თამაში, რაც გამოგვიდის და არა ისე, როგორც ამ შეხვედრაში ვითამაშეთ! ცალკე სასაუბრო შეიძლება იყოს მსაჯობა – ორი აშკარა პენალტი არ დანიშნეს ჩვენს სასარგებლოდ, რამაც ჩცენი მენტალური მდგომარეობა გააუარესა და უფრო მეტად დავიძაბეთ მოედანზე! არ შეიძლება ვყოფილიყავით ასე, არ ეკადრებათ ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელებს ესეთი თამაში, როგორიც გუნდში მყავს. იმედია ეს იქნება სიგნალი მათთვის, რომ გამარჯვება 90 წუთის შემდეგ მოდის და არა გასახდელში მატჩის დაწყების წინ!  ჩვენ ვართ ომში, სადაც 14 გუნდი იღებს მონაწილეობას. ბევრი ბრძოლა გვიწევს. ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი ვინ გაიმარჯვებს ამ დიდ მარათონში. ჩვენ დავმარცხდით ბრძოლაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავმარცხდით ომში! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ომში!!! ვიცი, რომ ბევრს არ მოსწონს ჩემი გუნდის თამაშის სტილი. ბევრ არასწორ ინფორმაციას და ჭორებს ავრცელებენ, ასევე თამაშის პროცესში ცდილობენ ჩემი ფეხბურთელების პროვოცირებას და ამით იმის დადასტურებას, რომ რასაც ჩვენზე ამბობენ ეს სიმართლეა! ცალსახად ვიტყვი, ყველაფერი არის ტყუილი და არის მიზანმიმართული შეტევა გუნდის მიმართ! ჩვენ ვართ ომში და ყველა საშუალებით შევეცდებით, რომ მატჩი მოვიგოთ!!! პასუხი კი უნდა იყოს ომის მოგება, ჩვენ კი ომს ასეთი მენტალური მდგომარეობით ვერ მოვიგებთ, ბევრი შრომაა საჭირო! სახელი და გვარები ფეხბურთს ვერ თამაშობენ, უნდა დავეშვათ ციდან და წარსულ დიდებაში არ უნდა ვიყუროთ. დღეს რაც შეგვიძლია იქიდან გამომდინარე უნდა მოვიქცეთ და ვიშრომოთ ორჯერ და სამჯერ მეტი იმისთვის, რომ იმ წარსულს, როდესაც გვერქვა კარგი ფეხბურთელი გაუთანასწორდეთ და უკეთესადაც გამოვიყურებოდეთ! ეს მხოლოდ არის შესაძლებელი თავდაუზოგავი შრომით, თავდახრილი შრომით და არა ამპარტავნული ქცევით, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგამდე რაც მივიღეთ! მარცხს პირადად ჩემს  თავზე ვიღებ, რადგან ის რაც ზევით ვახსენე შეიძლება იყოს მხოლოდ მწვრთნელის ბრალი და ის უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ ფეხბურთელები მოედანზე, ტექნიკურ-ტაქტიკურად, მენტალურად და ფიზიკურად მზად შეხვდნენ. აქედან გამომდინარე  ამ მარცხს ვიღებ სრულად ჩემს თავზე და ვეცდები მხოლოდ ერთს –  ფეხბურთელებამდე მივიტანო ის ჭეშმარიტება, რასაც ჩვენი გუნდი პირველ ორ ტურში აჩვენებდა. ეს მარცხი კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი და პირობას ვდებ, რომ მომდევნო მატჩში ეს არ გამეორდება და შემდეგ შეხვედრას ჩემი გუნდი აუცილებლად მოიგებს!!! მიუხედავად დიდი დანაკლისებისა ჩვენ ვიბრძოლებთ!   -განაცხადა “დინამო” სოხუმის მთავარმა მწვრთნელმა დავით თაქთაქიშვილმა “იბერია 2010” თბილისთან განცდილი მარცხის შემდეგ 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp