FC DINAMO SOKHUMI

6 აგვისტოს, “დინამო ბ” სოხუმი, სტუმრად ახალციხის “ზარზმა”-ს დაუპირისპირდება!

საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგა 2 -ს მორიგი ტურის მატჩი ახალციხეში!

“დინამო ბ” სოხუმის ფეხბურთელები სტუმრად “ზარზმა” ახალციხეს დაუპირისპირდებიან. ბაჩა კალანდაძის გუნდი, ჩემპიონატის აუტსაიდერს ოპტიმალური შემადგენლობით ესტუმრება!

გუნდები აქამდე ერთმანეთს მხოლოდ 3-ჯერ შეხვდნენ, ხოლო ერთი მატჩში ტექნიკური გამარჯვება 3-0 ჩაეთვალა “დინამო” სოხუმს. სამივე შემთხვევაში დინამოელებმა, მეტოქე დაამარცხეს.

2020 წელი: “ზარზმა” ახალციხე – 1 : 2 – “დინამო” სოხუმი

2021 წელი: “დინამო” სოხუმი – 1 : 0 – “ზარზმა” ახალციხე

2021 წელი: “ზარზმა” ახალციხე – 0 : 3 – “დინამო” სოხუმი(ტექნიკური გამარჯვება)

2022 წელი: “დინამო” სოხუმი – 12 : 0 – “ზარზმა” ახალციხე

 

ქალთა ეროვნული ლიგა 2-ის 15 ტურის შეხვედრა, სამშაბათს 6 სექტემბერს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp