FC DINAMO SOKHUMI

მეტად საჭირო გამარჯვება!

1 სექტემბერს რეგიონული ლიგის მორიგი 15 ტურის მატჩი გამართა “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდმა. დღევანდელი ჩვენი მოწინააღმდეგე სოხუმის “ცხუმი” გახლდათ. მატჩი ჩვენი გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

“დინამო” სოხუმი – 2 : 1(1 : 0) – “ცხუმი” სოხუმი

გოლები: თორნიკე ბურდული  1-0(35 წუთი) 2-0(80 წუთი).

“დინამო” – გიორგი კალანდია, გიორგი არუთინოვი, ოთარ ივეჩიანი, მერაბ გიგოლაშვილი, თორნიკე ღონღაძე, ნიკოლოზ სამუშია, საბა ბეგაშვილი, თორნიკე ბურდული C, ლუკა დიხამინჯია(დავით მდინარაძე 80 წუთი), დავით მეტრეველი, კაკი ყურაშვილი.

სათადარიგო  –  ლაშა მაჭავარინი.

მთავარი მწვრთნელი: დავით თაქთაქიშვილი

მწვრთნელი: მამუკა კიკნაძე

ექიმი: ქუჯი გამსახურდია

 

” პირველყოვლისა მინდა მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება! სატურნირო თვალსაზრისით, ეს სამი ქულა იყო დიდი მონაპოვარი. სოხუმის ორი გუნდი როდესაც თამაშობს, ეს უკვე დიდი სტიმულია მათთვის, ხოლო თუ ამას სატურნირო მდგომარეობაც ძაბავს, ორმაგად გასახარია ეს გამარჯვება, წელს ცხუმს ორივე მატჩი მოვუგეთ! მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს კარგი თამაშისთვის და წარმატებები მინდა ვუსურვო მომდევნო შეხვედრებში!                                                                                                                                                                          ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, “ცხუმი” კარგი გუნდია, მათ ლიგა სამელი “მეშახტე” გამოთიშეს თასის გათამაშებიდან, საქართველოს თასის 1/16 ფინალში იასპარეზეს და საკმაოდ კარგი პერიოდი ქონდა და შესაბამისად ჩვენთვის მათთან თამაში გამოწვევა იყო.  შეხვედრის სურათს სრულად ჩვენ ვაკონტროლებოდით. მატჩი ისე მიდიოდა როგორც ჩვენ გვსურდა. იყო პრობლემები, რომელიც გამოსწორებადია. გუნდი თამაშიდან  თამაშამდე უმატებს და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს.                                                                                                                             როგორც იცით, წინა ტურში მატჩის შემდეგ ყოვლად უსამართლოდ დასაჯეს ჩვენი ორი ფეხბურთელი – გობრონიძე და ხუხუნაშვილი, რომლებიც გვაკლდნენ დღევანდელ შეხვედრაში. ამას დაემატა ოთხი ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებული ნიკო პაპავა, ტრავმის გამო გიორგი დუღაძე, ჯაბა ლეშკაშელი და დავით მოსულიშვილი … მოკლედ რომ ვთქვათ, ძირითადი შემადგენლობის 4-5 ფეხბურთელი არ გვყავდა დღეს, მაგრამ გავიმარჯვეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ფეხბურთელი მზად არის! ამ ორმა შეხვედრამ მანახა, რომ მენტალური პრობლემა, რაც გვქონდა პირველ წრეში, გამოსწორდა და ყოველდღიურად სწორდება! ახლა მთავარია სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მომდევნო შეხვედრებში აუცილებლად გავიმარჯვოთ! მიზანი უცვლელია – ჩემპიონობა!  სულ მალე ვიტყვით იმასაც, რომ ორი ძალიან გამოცდილი და მაგარი ფეხბურთელი გვემატება, რომლებიც იმ სუსტ წერტილებს გაგვიძლიერებს, რომელიც გუნდში გვაქვს ! ” – “დინამო” სოხუმის მთავარი მწვრთნელი – დავით თაქთაქიშვილი. 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp