FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის ოფიციალური განცხადება!!!

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის ოფიციალური განცხადება:

მოგეხსენებათ 24 აგვისტოს სტარტი აიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონულმა ლიგამ, სადაც მეორე წრის პირველ შეხვედრაში, “დინამო” სოხუმი სტუმრად “გლდანი” თბილისს შეხვდა. მატჩი დაძაბული იყო, რასაც დასაწყისიდანვე ამძაფრებდა ტრიბუნაზე შეკრებილი გულშემატკივრების აგრესიული და შეურაცხმყოფელი  დამოკიდებულება, ჩვენი გუნდის ფეხბურთელების მიმართ!

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა, გასახდელებისკენ მიმავალ გზაზე “დინამო” სოხუმის ფეხბურთელებს დახვდნენ “გლდანი”-ს გულშემატკივრები და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენი გუნდის მოთამაშეებს, იყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების არაერთი მცდელობა და ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოვებით 30 წუთის განმავლობაში! ორივე გუნდის ფეხბურთელები და ხელმძღვანელი პირები ცდილობდნენ სიტუციის განმუხტვას, მიუხედავად ამისა გულშემატკივართა მხრიდან იყო აურაცხელი ზეწოლა და ფსიქოლოგიური ტეროტი ფეხბურთელების მიმართ, პირდაპირ სტადიონის პერიმეტრზე, ყოველგვარი დამცავი წინაღობების გარეშე!!! 

მატჩის შემდეგ, შეხვედრის დამკვირვებელმა და მატჩის მთავარმა არბიტრმა მოხსენებითი ბარათით მიმართეს სფფ-ს, სადაც ვკითხულობთ, რომ აღნიშნული არეულობა გამოიწვიაეს”გლდანი”-ს გულშემატკივრებმა და სწორედ მათ მიაყენეს შეურაცხყოფა “დინამო” სოხუმის ფეხბურთელებს გასახდელებისკენ მიმავალ გზაზე და ამის შემდეგ დაიწყო შეხლა-შემოხლა  და სიტყვიერი დაპირისპირება! მსგავსი შინაარსის მოხსენებითი  ბარათის შემდეგ, სფფ-ის სადისციპლინო დავების განმხილველმა კომიტეტმა, მიიღო სრულიად არაკვალიფიციური და კლუბისთვის შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება! 

შეხვედრის მთავარი არბიტრის მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, “დინამო” სოხუმის ორმა ფეხბურთელმა აკაკი ხუხუნაშვილმა და თორნიკე გობრონიძემ, გასცეს ადეკვატური პასუხი, რაც  აღქმული იყო როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფად! 

სფფ-ს სადისციპლინო დავების განმხილველმა კომიტეტის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ აკაკი ხუხუნაშვილს და თორნიკე გობრონიძეს დაეკისროთ ფულადი ჯარიმა 50 ლარის ოდენობით და დაისაჯონ ორ მატჩიანი დისკვალიფიკაციით! 

აღნიშნული გადაწყვეტილება, არის მიზანმიმართულად “დინამო” სოხუმის წინააღმდეგ შედგენილი, არაკვალიფიციური და ძალადობის წახალისების პირდაპირი მცდელობა! აღნიშნულმა კომიტეტმა არ გაითვალისწინა ჩვენი კლუბის ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიური ტერორი და ძალადობა, რომლის ქვეშაც იყვნენ ფეხბურთელები,შეხვედრის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ და მას მისცა მსგავსი არამართლზომიერი კვალიფიკაცია! 

ეს გადაწყვეტილება არის ძალადობის წახალისებისკენ მიდრეკილი! მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში ნებისმიერ შეხვედრაში, მოწინააღმდეგე გუნდებს შეუძლიათ ძალიან მარტივად “დინამო” სოხუმის გუნდის დაშლა მსგავსი ქმედებებით! ასევე შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ფეხბურთელების ჯანნმრთელობას და მათ სიცოცხლეს  და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება სფფ-ის სადისციპლინო დავების განმხილველი კომიტეტი და ის ადამიანთა ჯგუფი, ვინც ამ კომიტეტში იღებს გადაწყვეტილებას! 

ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, როდესაც კლუბს აყენებენ მორალურ ზიანს და ხდება ჩვენი ფეხბურთელების დისკრედიტაცია და ასევე კლუბის, ჩვენ უფლებამოსილები ვართ, ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართოთ სასამართლოს, რათა ასეთი არაკვალიფიციური და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში გადაწყვეტილებები აღარ იქნას მიღებული! ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ფეხბურთელებს და არ ვეთანხმებით ამ  გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ ხასგასმით ვამბობთ, რომ ჩვენი კლუბის მიმართ ამგვარი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური და მორალური ძალადობის კიდევ განმეორებაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება აღნიშნულ კომიტეტს და მის ყველა წევრს! უნდა ავღნიშნოთ, რომ სხვადასხავა საფეხბურთო კლუბები, ძირითადად რეგიონებიდან, ჩვენს კლუბს ემუქრებიან და ემზადებიან მიზანმიმართული პროვოკაციებისთვის და ეს ფაქტი იქნება მათთვის წახალისება ძალადობისკენ! 

სკ “დინამო” სოხუმი უფლებას იტოვებს, თავისი უფლებების დასაცავად, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს, მორალური ზიანის ანაზღაურება!

 

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის ადმინისტრაცია .

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp