FC DINAMO SOKHUMI

რეგიონული ლიგა განახლდა! დინამოელების ფრე გათამაშების ლიდერთან !

დღეს ამერის სტადიონზე რეგიონული ლიგა განახლდა! ტურის ცენტ თბილისი, “დინამო” სოხუმს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრე 1-1 დასრულდა.

“გლდანი” თბილისი – 1 : 1 ( 0 : 0 ) – “დინამო” სოხუმი

გოლები: ნიკოლოზ ქალდანი 1 – 0 63 წუთი, თორნიკე ბურდული 1 – 1  80 წუთი.

“დინამო” – ლაშა მაჭავარიანი , ნიკოლოზ სამუშია , ნიკო პაპავა , ოთო ივეჩიანი , საბა ბეგაშვილი , აკო ხუხუნაშვილი , გიორგი დუღაძე , თორნიკე ბურდული , თორნიკე გობრონიძე , ლუკა დიხამინჯია ( თორნიკე ღონღაძე 65 წუთი) , კაკი ყურაშვილი .

სათადარიგო : გიორგი კალანდია , მერაბ გიგოლაშვილი , დავით მეტრეველი , დავით მდინარაძე .

მთავარი მწვრთნელი : დავით თაქთაქიშვილი

მწვრთნელი : მამუკა კიკნაძე

ექიმი : ქუჯი გამსახურდია

 

– ძალიან სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა , განსაკუთრებით მეორე ტაიმი . მეორე ნომრათ ვითამაშეთ და ვცდილობდით კონტრშეტევებზე  აგვეგო თამაში ასევე სტანდარტული მდგომარეობები გამოგვეყენებინა , ვიცოდით მოწინააღმდეგის სუსტი მხარეები . უნდა ავღნიშნო , რომ ჩვენი მეტოქე ძალიან დალაგებულ ფეხბურთს თამაშობდა  ვიცოდი , რომ კარგი გუნდი იყო მაგრამ  დღევანდელ შეხვედრაში ბევრად კარგი გუნდი ვნახე ვიდრე წარმოდგენა მქონდა , თამამად შემიძლია ვთქვა , რომ ესეთ გუნდთან ჩვენ არ გვითამაშია ! იყო ბევრი მომენტები ჩვენს კართანაც და მოწინააღმდეგის კართანაც საუბედუროთ ვერ მოვახერხეთ რელიზაცია და მივიღეთ ის შედეგი რაც გვაქ , უნდა აღინიშნოს , რომ მეტოქეს ძალიან კარგი მომენტები ქონდა მატჩის მიწურულს . შეხვედრის სტარტზე ნიკოლოზ სამუშიამ 100% მომენტი გაუშვა ხელიდან  სამწუხაროდ , მაგ მომენტის გამოყენების შემთხვევაში მატჩი როგორ წარიმართებოდა ძნელი სათქმელია … საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილი ვარ მეორე წრეს +1 ქულით ვიწყებთ , მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს ამ შრომისთვის , ამ შეხვედრამ გამახსენა 2018 წელს “ცხუმთან” გამართული მატჩი , კარგი მატჩი ჩავატარეთ . მადლობა მოწინააღმდეგე გუდნის კარგი თამაშისთვის და შემდეგ შეხვედრებში მინდა წარმატებები ვუსურვო !                                                                                                               ახლა მთავარია ვკენცენტრირდეთ მომდევნო შეხვედრაზე რომელსაც 1 სექტემბერს “ცხუმთან” გავმართავთ , ეს მატჩი ყოველთვის საინტერესოა რადგან ორი სოხუმის გუნდი თამაშობს ! ვიმედოვნებ იმ მინუსებს რომელიც გვქონდა დღევანდელ შეხვედრაში გაუკეთებთ სწორ ანალიზს და მომდევნო შეხვედრაში აღარ გავიმეორებთ , ხოლო ჩვენ პლიუსებს კიდევ უფრო მეტად დავხვეწავთ ! კიდევ ერთხელ ვიმეორებ მიზანი ჩემპიონობაა !!! – “დინამო” სოხუმის მთავარი მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი . 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp