FC DINAMO SOKHUMI

რა ხდება “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდში?!

“დინამო” სოხუმის ქალთა გუნდი 2020 წელს ჩამოყალიბდა. მესამე სეზონია  გუნდი საქართველოს ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს და ისტორიის მანძილზე საუკეთესო რეზულტატს აფიქსირებს – 11 ტურის შემდეგ გუნდი ქალთა ეროვნულ ლიგაში მესამე პოზიციაზე იმყოფება. ლიგა 2-ის მოგების კარგი შანსით, ლიდერებში იმყოფება ჩვენი ფარმ კლუბი – “დინამო ბ”!

გუნდის ირგვლივ ძალიან ბევრი ჭორი იყო, როგორც სეზონის დასაწყისში, ასევე სეზონის მსვლელობის დროს და ჩვენ შეგნებულად არ ვმართავდით დისკუსიას დილეტანტების და არაკეთილისმსურველების გარკვეულ ჯგუფთან, რომლებიც შეგნებულად ხელს უწყობდნენ ჭორების აგორებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს დროის ფუჭი კარგვა იყო! ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ გუნდი ყოველდღიურად ვითარდება და იმ კურსს, რომელიც აქვს არჩეული, არ გადაუხვევს!

კლუბში საბრძოლო განწყობაა და ვაგრძელებთ ბრძოლას ჩემპიონობისთვის ორივე ლიგაში! ყოველდღიურად უფრო ვძლიერდებით და ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას! მიუხედავად უშუალო კონკურენტთან “სამეგრელოსთან” მარცხისა, გუნდმა რებილიტაცია მალევე მოახდინა და მომდევნო ტურში, “ნორჩი დინამო” დიდი ანგარიშით 8 -1 დაამარცხა!

ჩვენი მიზანი არ იცვლება და ვიბრძოლებთ ბოლომდე ჩემპიონობისთვის! ესეთი ამაღლებული განწყობაა ფეხბურთელებშიც, მწვრთნელებშიც და ხელმძღვანელობაშიც!

კლუბი განაგრძობას ზრუნვას კიდევ უფრო მეტ განვითარებაზე. როგორც ყოველთვის ეტაპობრივად შეგატყობინებთ საკლუბო  სიახლეებს. აქვე კიდევ ერთხელ გვინდა გითხრათ, რომ  იგეგმება კიდევ უფრო გაძლიერება!!!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp