FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი: ხვალ მძიმე მატჩი იქნება, მიზანი მხოლოდ სამი ქულაა !!!

დავით თაქთაქიშვილი: “დინამო”  სოხუმის მთავარი მწვრთნელი

მატჩის წინა  “გლდანი” თბილისი — “დინამო” სოხუმი კომენტარი

“მოსამზადებელი ეტაპით ძალიან კმაყოფილი ვარ, გუნდმა ნაყოფიერი მზადება გაიარა, გვყავს ახალი ფეხბურთელებიც,  რომლებიც ძალიან დაგვეხმარებიან ხვალ! რთული შეხვედრის მოლოდინი მაქვს, იქნება ბევრი ორთაბრძოლა, “გლდანს” ყავს კარგი მწვრთნელი და დაკომპლექტებულია კარგი ფეხბურთელებით და აქვთ ძალიან კარგი სათამაშო ფილოსოფია. უნდა ვეცადოთ მათი სისუსტეები გამოვიყენოთ და ჩვენს პლიუსად ვაქციოთ. მოწინააღმდეგე გუნდს დიდ პატივს ვცემ. მრავალი წელია ეს გუნდი სტაბილურობით და კარგი სათამაშო დისციპლინით და ფილოსოფიით გამოირჩევა.                                                                                                   ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება და სამი ქულა იქნება. გუნდი სრულად მზად არის ამისთვის – ტექნიკა-ტაქტიკურად, ფიზიკურად  და მენტალურად! ვფიქრობ, რომ გუნდი კარგ ფორმაშია და ფეხბურთელებს გათავისებული აქვთ ამ შეხვედრის მნიშვნელობა! ხვალიდან იწყება დიდი მარათონი და 13 ფინალური მატჩი, სადაც ყოველ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ექნება და იმედს ვიტოვებ, ხვალიდან ჩემი გუნდის ქულებს სამი მიემატება! მე მაქვს ჩემი ფეხბურთელების იმედი, რომ შევძლებთ იმ დიდი გზის დასაწყისი იყოს კარგი და სტარტზევე ვანახოთ ყველას, თუ რა შეგვიძლია!”

 

შეგახსენებთ “დინამო” სოხუმი რეგიონალური ლიგის 14 ტურის მატჩს ხვალ ამერის სტადიონზე 17:00 საათზე გამართავს . ჩვენი გუნდის მეტოქე რეგიონალური ლიგის ერთპიროვნული ლიდერი “გლდანი” თბილისი იქნება .

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp