FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი : მეორე წრეს ბევრად ძლიერები ვხვდებით ! მიზანი ჩემპიონობაა !!!

დავით თაქთაქიშვილი, “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდის მთავარი მწვრთნელი:

 

“ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ. არ ვართ ბევრი, მაგრამ ვინც ვართ, ხარისხიანი ფეხბურთელები არიან! მიზანი აუცილებლად ჩემპიონობაა!  პირველმა წრემ დაგვანახა ჩვენი სუსტი მხარეები, ამიტომ წერტილოვანი სელექცია ჩავატარეთ. იმ პოზიციებზე, სადაც გვქონდა სუსტი მხარეები, დავიმატეთ ფეხბურთელები. ამ ეტაპზე  მეკარე, მცველი, საყრდენი  დავიმატეთ. ველოდებით ორ ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელს, რომლებსაც აქვთ ნათამაშები “დინამო” სოხუმში და მათი დამატებით კიდევ უფრო გავძლიერდებით! ალბათ ახლა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაა ის, სადაც გვიჭირს და ვეძებთ ცხრიანს! ალბათ 24 აგვისტომდე ეს პრობლემაც მოგვარდება და ჩემპიონატს შევხვდებით ისე, როგორც ჩვენ გვსურს! პირველ ტურში ვხვდებით ლიდერს. პირველი წრის შეხვედრაში ძალიან გაუმართლათ და როგორც იტყვიან “ზღაპარში” წავაგეთ მოგებული თამაში, მაგრამ ასევე არის კარგი გამონათქვამი ძლიერებს უმართლებთო! ახლა სულ სხვა დონზე ვართ და ვიმედოვნებ 24 აგვისტოს მატჩს მოვიგებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა მეტოქემ ძალიან კარგი ფეხბურთელები დაიმატა. ვიცით, რომ კარგ გუნდთან გვაქვს თამაში, კარგი მწვრთნელი ყავთ, კარგი სათამაშო ფილოსოფიის მქონე და კარგი სტრატეგი გახლავათ ამირან ლომსაძე, ამიტომ ვიცი, რომ ურთულესი თამაში იქნება, მაგრამ მე ჩემი ბიჭების იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატს გამარჯვებით დავიწყებთ! ზოგადად 13 შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი და ყველა შეხვედრა არის ფინალის ტოლფასი, ჩვენ უნდა მოვახერხოთ კონცენტრაცია ყველა შეხვედრაში და სტაბილურად ჩავატაროთ მეორე წრე, რაც გვაკლდა ნამდვილად პირველ წრეში და დავკარგეთ ნამდვილად დასანანი ქულები! გუნდის საერთო მომზადებით და შემართებით კმაყოფილი ვარ. ამ ეტაპზე ორი სპარინგ მატჩი ჩავატარეთ და ორივე ჩემი გუნდის უდიდესი უპირატესობით წარიმართა და ეს მე მახარებს. წინ მივდივართ ეტაპობრივად და ვვითარდებით! იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და წლის ბოლოს გუნდი იქნება იმ პოზიციაზე, რაც ჩვენ გვსურს! ვიმედოვნებ “დინამო” სოხუმისთვის ეს წელი კარგი იქნება!” 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp