FC DINAMO SOKHUMI

ამხანაგური მატჩი – “დინამო” სოხუმი – 1 : 2 – “გორდა” რუსთავი

დღეს ფეხბურთის ფედერაციის  ვაკის  საფეხბურთო  ცენტრში , ჩვენმა გუნდმა მოსამზადებელი ეტაპის პირველი ამხანაგური მატჩი “გორდა” რუსთავთან გამართა და მინიმალური ანგარიშით 2 : 1 დამარცხდა .

“დინამო” სოხუმის მხრიდან გატანილი გოლის ავტორი კაკი ყურაშვილია .

 

დავით თაქთაქიშვილი : მატჩის შემდეგ . 

კარგი თამაში გამოვიდა , მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პირველი მატჩი ყოველთის დატვირთულია ემოციებით , ვგულისხმობ მონატრებას რომელიც ფეხბურთელებს მწვანე მინდორთან განშორების შემდეგ აქვთ . ორივე ტაიმი ჩემი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა შევქმენით ბევრი მომენტი რისი რელიზებაც ვერ მოვახდინეთ ალბათ უნდა ვიმუშავოთ მესამე ზონაში რათა ჩვენი სათამაშო უპირატესობა შედეგში ვაქციოთ . ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა ჩემი გადაწყვეტილებით რამოდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივეცი მათი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე . საერთო ჯამში შეხვდრით კმაყოფილი ვარ ! მეტი უნდა ვიშრომოთ რათა იმ დასახულ მიზანს რაც ჩემპიონობაა სეზონის ბოლოს მივაღწიოთ და ლიგა ოთხის საგზური მოვიპოვოთ ! 

 

 

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 5 აგვისტოს გამართავს . ჩვენი მოწინააღმდეგე ქუვეითის საფეხბურთო აკადემიის გუნდი იქნება . შეხვედრა ვაკის საფეხბურთო ცენტრში 18:00 საათზე დაიწყება .

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp