დავით თაქთაქიშვილი “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე :
როდესაც საუბარია “დინამო” სოხუმზე ამ გუნდმა გამოიარა ეკლიანი გზა , 2012 წლიდან როდესაც მამუკა ბიძინაშვილმა ეს კლუბი მკვდრეთით აღადგინა ია ვარდით დაფენილი გზა ნამდვილად არ გამოუვლია , მინდა ახლა მოვყვე ისტორია რომელიც ალბათ ბევრმა არ იცის და მინდა ეს იცოდეს ყველამ !
როდესაც საქმე მიდგა 2012 წელს “დინამო” სოხუმის აღდგენაზე მაგრამ ამისთის იყო ფინანსები საჭირო რომლის მოძიება იყო ძალიან რთული , არის დოკუმენტური ფილმები თუ როგორ ითხოვდა “დინამო” სოხუმი დახმარებას და თუ როგორ ცდილობდა მიეღო ელემნტრული ფინანსური დახმარება რათა გუნდი განვითარებულიყო და ეს ვერ მიიღო ! ამასობაში ჩემპიონატი გუნდის კარს მოადგა საჭირო იყო გუნდისთის სტაიდონის მოძიება , ფორმები , ბურთები , ფედერაციაში საწევრო თანხის შეტანა , გასვლით შეხვდრებზე ტრანსპორტით და კვებით უზრუნველყოფა .
მამუკა ბიძინაშვილმა კი გააკეთა ის რასაც ბევრი არ გააკეთებდა საკუთარი სახლი დააგირავა რითიც გადაიხადა ფედერაციაში შესატანი საწევრო თანხა , სტადიონის იჯარა და გუნდისთის , რომ ფორმები ეყიდა ბურთები და ასე შემდეგ გამოიტანა რამოდენიმე სწრაფი სესხი , ასევე დაალომბარდა საკუთარი მანქანა რათა გუნდისთის ტრანსპორტის და კვების პრობლემა მოეგვარებინა . და უკვე 10 წელია მამუკა ბიძინაშვილი საკუთარ სახლში არ შესულა , ეს არ გაუკეთებია რაიმე დივიდენტების მისაღებად ვინც იცნობთ მამუკას და იცით როგორ და სად ცხვრობს ყველა დამემოწმება ამაში , ამ კაცმა ეს გააკეთა მხოლოდ ერთის “დინამო” სოხუმის სიყვარულით იმ პატრიოტული გრძნობების გამო რაც სოხუმის მიმართ გააჩნდა და გააჩნია ! ამის შემდეგ იყო პრობლემები გუნდი ბევრს დადიოდა ხან სად ვარჯიშობდა ხან ვერ ვარჯიშობდა , იცვლებოდნენ მწვრთნელები , მაგრამ მამუკა კიკნაძე რომელიც პირველი დღიდან იყო მამუკა ბიძინაშვილის გვერდით და გუნდი მიიყვანა სახემწიფო დაფინანსებამდე რომელიც გუნდმა 2016 წელს აიღო პირველად და მისი ღვაწლი ამ გუნდიში განუზომელია ! ასევე 2014 წლიდნ კლუბს შეუერთდა მამუკა ასათიანი რომლის მუშაობის წყალობითაც გუნდმა მოახერხა შეექმნა პროექტი და ინფრასტრუქტურის მიმართულებით გუნდის განვითარება დაწყებულიყო , ასევე ლოჯისტიკური საკითხების გადაწყვეტა და მისი შესრულება სრულად აიღო საკუთარ თავზე .
მოკლედ , რომ გითხრათ ეს კლუბი წვალებით მოვიდა დღევანდელ დღემდე , 2018 წლიდან ამ ოჯახის წევრი გავხდი მე როდესაც დამირეკა მამუკა ბიძინაშვილმა და შემომთავაზა ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა ეს იყო 2017 წლის 25 დეკემბერი მაშინვე თანხბობა განვაცხადე რადგან ვიცოდი თუ რა გუნდიში მოვდიოდი რა ისტორისს , კულტურის და პოლიტიკური დატვირთვის იყო ეს გუნდი ჩვენი ქვეყნისთის !
2018 წელს დავსხედით და ერთად შევიმუშავეთ პროგრამა თუ როგორი უნდა ყოფილიყო კლუბის კონცეფცია , თუ როგორ უნდა განვითარებულიყო კლუბი , და ეტაპობრივად ნაბიჯ ნაბიჯ ჩვენ ამისკენ მივდივართ დღესაც , ჩვენ გვყავს ბევრი გუნდი და გვაქ ძალიან ცოტა ფული იმაზე ცოტა ვინმეს თუ წარმოუდგენია , ყველას გონია , რომ ამდენი გუნდის პატრონები უნდა ვიყოთ მილიონერები და ბევრმა არ იცის , რომ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა ვარჯიშზე წასასვლელი ფულიც კი არ გვქონია და ეს იმის გამო , რომ გუნდის არაფერი მოკლებოდა .
ჩვენ ამ გზაზე დავუშვით ბევრი შეცდომა და ეს მე ვიცი და კარგად მაქვს გააზრებული რა იყო ეს შეცდომა , ზოგჯერ ეს იყო ჩემგან დამოუკიდებლად და მე არ მქონია იმის ძალა , რომ ეს გამომსწორებინა ზოგჯერ კი ეს იყო შეცდომა რომელიც კლუბმა არ უნდა დაუშვას .
წარმატების ფორმულა არის ერთი და ამას არ სჭირდება ბევრი საუბარი ! ეს გახლავათ საქმისადმი სიყვარული და არა ფულისადმი ! ჩვენ ვაკეთებთ ეროვნულ საქმეს და ეს გვაქ ყველას გათავისებული , რომ “დინამო” სოხუმის არაა მხოლოდ ჩვენი და ეს არის სრულიად საქართველოსი და ჩვენი ყველა ნაბიჯი უნდა იყოს მიმართული იმისკენ , რომ ვიყოთ სუფთა ! ჩანდეს , რომ სუფთა ხელები გვაქვს და სუფთად ვაკეთებთ საქმეს და ამ კლუბს არ მიდგეს არანაირი ზიანი . სამწუხაროდ ბოლო დროს კლუბს მიადგა დიდი ზიანი მის რეპუტაციას რაც იყო დიდი შეცდომა !
დღეს მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის , რომ ეს წარმატებული სვლა გუნდის შეუნარჩუნო ! მიხარია , რომ “დინამო” სოხუმი ყველა დონეზე წარმატებულია !
“დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდი – 3 ადგილზეა რეგინ ლიგაში და ლიდერს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება .
“დინამო” სოხუმის ქალთა გუნდი – 3 ადგილზეა ქალთა შორის უმაღლეს ლიგაში ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება
“დინამო-2” სოხუმი ქალთა გუნდი – 3 ადგილზე ქალთა ლიგა 2 ში და ლიდერს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება .
ეს შედეგი არ მოსულა 1 დღის გამოძახილით ეს შედეგი მოვიდა დიდი შრომით ! და ძალიან მცირე ბიუჯეტით . მიხარია ერთ რამ , რომ “დინამო” სოხუმი არის იდიეა და არა ბიზნეს პროექტი ! და ეს უნდა დარჩეს მუდამ ასე რადგან ეს არის ქართველი ხალხის გუნდი ! და წარმატების ფორმულა სწორედ არის ეს იდეა რომლის ქვეშაც ვართ გაერთიანებულბი ხალხი ვისაც გვსურს “დინამო” სოხუმის სახელი გავიტანოთ საზღვრებს გარეთ ! ხშირად დამცინიან იმის გამო , რომ ვამბობ “დინამო” სოხუმი ჩემპიონთა ლიგაზე აუცილბლად ითამაშებსთქო , ეს არის ჩემი ცხვრების მიზანი და სურვილი არა ჩემი ეგოს დასაკმაყოფილბლად და ევროპის ქვეყანაში სამოგზაუროთ არამედ ეს არის ჩემი ოცნება , რომ სოხუმი – საქართველო დავინახო ევროპის თასებზე ! და მსოფლიოს დავანახოთ კიდევ ერთხელ , რომ სოხუმი , აფხაზეთი ეს საქართველოა ! და მჯერა ჩვენ ამას შევძლებთ !!!