FC DINAMO SOKHUMI

დღეს სკ “დინამო” სოხუმი განვითარების იმ ერთადერთ და სწორ გზას ადგას, რომელიც მომავალში მუდმივად მოიტანს შედეგს!

სკ “დინამო” სოხუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ბიძინაშვილი: ყველა მიმართულებით, საზაფხულო პაუზაა გამოცხადებული ქართულ ფეხბურთში და მინდა, ორიოდე სიტყვით შევაფასო ჩვენი კლუბის განვლილი გზა სეზონის პირველ ნახევარში. გზას როდესაც ვამბობ, ვგულისხმობ არა მარტო სპორტულ შედეგებს, არამედ მიმართულებას, რისკენაც ჩვენი გუნდი იღწვის 2012 წლიდან, ანუ სკ “დინამო” სოხუმის აღდგენის დღიდან. მიმაჩნია, რომ ვადგევართ აბსოლუტურად სწორ გზას, რომელიც კლუბის მუდმივი განვითარების გარანტიაა და ეს იმ უმცირესი ფინანსური რესურსების პირობებშიც კი, რაც ჯერჯერობით გაგვაჩნია და რაც თვალნათლივ, ყველა საკლუბო სეგმენტის გამართულად და ბალანსირებულად მუშაობაზე მიუთითებს! ჩვენ ვანვითარებთ სკ “დინამო” სოხუმს, როგორც ძლიერ, მუდმივ და არა დროებით, ერთიან სპორტულ სტრუქტურას და ვერავინ ვერ შეძლებს გადაგვეღობოს, წარმატებისკენ სავალ გზაზე!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp