FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის ქალთა გუნდი საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია !

20-23 ივლისს  ქალაქ ბათუმში, გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში ქალთა შორის, სადაც სკ “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდმაც იასპარეზა.

ჩვენი გუნდი ჩემპიონატში 1/4 ფინალიდან ჩაერთო და პირველი მეტოქე “რაჭა” ამბროლაური გახლდათ, რომელიც დიდი სხვაობით 11 – 2 დავამარცხეთ. გოლები ლელუ ჭიჭინაძემ(პოკერი), ნინო პასიკაშვილმა(დუბლი), მეგი ეჯიბიამ(დუბლი), ირინა კოზუბმა(1), მაია დანგაძემ(1) და  გვანცა ქადაგიშვილმა(1) გაიტანეს.

1/2 ფინალურ ეტაპზე მეტოქე “კოლხეთი” ხობი გალხდათ.  სადაც დინამოელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად, შეხვედრის ძირითადი დრო 2 : 2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობის დროს ჩვენი მხრიდან, ოთხი პენალტი ვერ იქნა რეალიზებული! საბოლოოდ კი ისევ პენალტების სერიაში 3 : 2 დავმარცხდით და საჩემპიონო მარათონს გამოვეთიშეთ. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში “ბათუმს” 4 :2 ვძლიეთ და ქვიშის ფეხბურთში, ჩვენთვის სადებიუტო სეზონში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ!

ტურნირის გამარჯვებული ქუთაისის “მართვე” გახდა. “დინამო” სოხუმის სახელით, გვინდა მივულოცოთ ქუთაისელებს და მათ მწვრთნელს. ბატონ ავთანდილ რევიშვილს, ეს წარმატება!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp