FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – მეორე წრეს გუნდი ბევრად ძლიერი შეხვდება

 

 

სკ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით თაქთაქიშვილი: მოსამზადებელი ეტაპი 20 ივლისს დავიწყეთ, როდესაც ბათუმში გავემგზავრეთ, სადაც ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატში მივიღეთ მონაწილეობა, რაც გამოვიყენეთ კარგი მომზადებისთვის, ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად. ხვალიდან კი მოედანზე ვიწყებთ მზადებას და  ვგეგმავთ ამხანაგურ შეხვედრებსაც. 9 აგვისტოს რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე “თბილისი”-ს თბილისს დავუპირისპირდებით, იქამდე, 2 აგვისტოს გვექნება პირველი ტესტს მატჩი. მეტოქე ჯერ გარკვეული არ გახლავთ. ასევე 12 აგვისტოს, გვექნება კიდევ ერთი ამხანგური შეხვედრა, რის შემდეგ მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით შეკრებას გუნდი ქალაქ ბორჯომში გაივლის და 24 აგვისტოს გასამართ პირველი ტურის მატჩისთვის, სადაც რეგიონული ლიგის პირველი წრის გამარჯვებულს “გლდანს” დავუპირისპირდებით. 

 

პირველ წრეში ჩვენი მინუსი იყო არასტაბილურობა, რაც გამოწვეული იყო არასრულფასოვანი მზადებით როგორც ტექნიკურ – ტაქტიკურად, ასევე ფიზიკურად. ბევრი პრობლემა გვქონდა მენტალური თავლსაზრისით, რაც აუცილებლად უნდა გადავლახოთ მეორე წრისთვის და ის ემოცია რომელიც გვაქვს, მივმართოთ თამაშზე და არა მსაჯების ან მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების მიმართ! ჩვენ თუ ამას შევძლებთ, დარწმუნებული ვარ რეგიონული ლიგის გამარჯვებული, სწორედ ჩემი გუნდი გახდება. 

 

გუნდი აუცილებლად გაძლიერდება და იქნება ბევრად ძლიერი ვიდრე სეზონის პირველ ნახევარში. ვფიქრობთ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას,  რადგან პირველი წრეში იყო ძალიან მოკლე სარეზერვო სკამი, რამაც ბოლო ტურში ვარკეთილთან იჩინა კიდეც თავი. სწორედ ეს გუნდი მიმაჩნია ჩვენს ერთადერთ კონკურენტად თავისი რესურსით! 

 

აქვე მინდა შევეხო საქართველოს ჩემპიონატს ქვიშის ფეხბურთში, სადაც ჩვენმა ვაჟთა გუნდმა ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მაყურებელთა და ორგანიზატორთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენი ბიჭები 1/4 ფინალში დამარცხდნენ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ იბრძოლეს ბოლომდე, ღირსეულად, როგორც მათ შეეფერებათ და მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის! ასევე ჩვენმა გოგონებმა იასპარეზეს და სადებიუტო სეზონში, მესამე ადგილის დაკავება მოახერხეს, რაც დიდი წარმატებაა! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის ოპტიმალურ შედეგს ვითხოვთ და ყველგან გვსურს, რომ ვიყოთ ჩემპიონები და შემადგენლობაც გვაძლევდა ამის თქმის საფუძველს, მაგრამ მაინც, მესამე ადგილი არ არის ცუდი შედეგი და მადლობა გოგონებს ამისთვის! ცალკე აღსანიშნავია ჩემპიონატის ორგანიზება და ბატონი ჯაბა ჭანტურიას ღვაწლი. მინდა მადლობა გადავუხადო მას ასეთი შესანიშნავი ორგანიზებისთვის და გვერდში დგომისთვის, რასაც ის “დინამო” სოხუმის მიმართ იჩენს ყოველთვის! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp