FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი: “არ გააჩნიათ უნარი, თავად აღზარდონ ფეხბურთელები”

სკ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით თაქთაქიშვილი განცხადებას ავრცელებს: 
“მოგესალმებით!
დასრულდა ყველა დონეზე საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე ფეხბურთში. მინდა მადლობა გადავუხადო “დინამო” სოხუმის ყველა ფეხბურთელს იმ შრომისთვის, რაც გასწიეს ამ შვიდ თვეში!
“დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდი, 1 წრის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის “ა” ჯგუფში მესამე ადგილზეა!
“დინამო” სოხუმის ქალთა გუნდი, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ეროვნულ ლიგაში, მესამე ადგილზეა!
“დინამო ბ” სოხუმი, საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგა 2- ში მეორე ადგილზეა!
“დინამო”სოხუმის ვაჟთა გუნდი, საქართელოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატის 1/4 ფინალშია გასული და 19 ივლისიდან მედლებისთვის მოუწევს ბრძოლა!
ეს შედეგები დიდი შრომითაა მოსული და მადლობა ყველა ფეხბურთელს, მწვრთნელს, თუ მომსახურე პერსონალს ამ შრომისთვის!
მინდა ასევე გითხრათ ერთი რამ, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ “დინამო” სოხუმი კლუბი, ვისაც აქვს გოგონათა აკადემია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვართ გუნდი, ვინც ზრდის მომავალ თაობას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს დიდი ბიუჯეტი, ამას სწორი დაგეგმარების შედეგად ვახერხებთ!  დღეს ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ გუნდები, ხელმძღვანელები, მწვრთნელები, ყოველთვის ცდილობენ თამასა გაუსწორონ “დინამო” სოხუმს, ეს კარგია, რადგან ამით ჩანს, რომ ჩვენ მაღლა ვდგევართ! ფაქტი, რომ დიდი მოთხოვნაა ჩვენს ფეხბურთელებზე, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს უნარი იმისა, რომ ფეხბურთელები შევარჩიოთ, გზა მივცეთ, მოვამზადოთ და შემდეგ ამ ფეხბურთელებზე, “ნადირობა” გამოაცხადონ სხვა გუნდებმა და ჩვენი ფეხბურთელებით ისულდგმულონ, ეს არის ერთის მხრივ ძალიან სასიამოვნო, ხოლო მეორეს მხრივ გულდასაწყვეტი, რადგან არ არსებობს მექანიზმი, რითიც კლუბი ამაში სარგებელს ნახავს. ამიტომ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “დინამო” სოხუმის აკადემია გამოვლილი არც ერთი გოგონა ფეხბურთელი, არ გაუშვას გუნდიდან და კონკრეტულმა გუნდებმა, რომლებსაც არ გააჩნიათ უნარი იმისა, რომ თავად მოახერხონ სელექცია, აღზრდა ფეხბურთელების, ამაში უნდა გადაიხადონ ის საკომპენსაციო თანხა, რაც შესაბამისი იქნება კლუბის შრომასთან!
როდესაც 2020 წელს ჩამოვაყალიბე ქალთა გუნდი. პარალელურად ჩამოვაყალიბე აკადემია, რათა გუნდს განვითარება ქონოდა. სამწუხაროდ ბევრი გუნდი ასე არ ფიქრობს და მხოლოდ სხვისი ნაშრომით სურს ფონს გასვლა და შემდეგ საუბარი წარმატებებზე!
ჩვენი აკადემიის მუშაობის შედეგი არის მარიამ გოგოლაძე, რომელიც 3 წელია ჩვენს გუნდშია, მხოლოდ 13 წლისაა და წლევანდელი, სადებიუტო ჩემპიონატის 10 შეხვედრაში, საუბარი მაქვს ლიგა 2-ზე, 20 გოლის გატანა მოახერხა! ასევე უნიჭიერესი მარი, ლიზი კაკულიები, ვერიკო ონიანი, კიდევ სხვები, ჩვენი ბავშვები არიან და მე  მიხარია, რომ ესეთი თაობა მოდის ჩემს გუნდში, ესეთი ახალგაზრდები!
მინდა ყველას წარმატება ვუსურვო დარჩენილ მეორე წრეში და იმედი დავიტოვო, რომ სხვის ნაშრომს სცემენ სათანადო პატივს და დაიცავენ საფეხბურთო ეთიკის ნორმებს! “
ნათქვამია დავით თაქთაქიშვილის განცხადებაში, რომელიც საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აქვს გამოქვეყნებული. 
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp