FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი : მადლობა ჩემს ბიჭებს შრომისთვის ! მეორე წრეში დავბრუნდებით უფრო ძლიერები !

დავით თაქთაქიშვილი , “დინამო” სოხუმის მთავარი მწვრთნელი .

პირველ ყოვლისა დავიწყოთ ვარკეთილთან გამართული შეხვედრით. ძალიან ცუდაd ვითამაშეთ.  თამამდ შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში იჩინა თავი მოკლე სათადარიგო სკამმა და იმ გადაღლილობამ, რაც მთელი ნახევრი სეზონის განმავლობაში გუნდს ქონდა. ვიცოდით, რას შემოგვთავაზებდა ვარკეთილი. ვთვლი რომ, რომ არა ის რესურსი, რაც გააჩნია ამ გუდნს, ლიგა სამიდან ფეხბურთელების დამატება, ამ შეხვედრას აუცილებლად მოვიგებდით. შემადგენლობა ვნახეთ განვლილ შეხვედრებში როდესაც “იბერია”-სთან და “კოლხთან” დამარცხდნენ. რადიკალურად იყვნენ გაძლიერებულები ძირითადი გუნდიდან, რამაც გავლენა იქონია შედეგზე. მოწინააღმდეგემ იცოდა, როგორ უნდა ეთამაშა ჩვენთან. მიხარია, რომ  სხვა, ჩვენთან გაძლიერდა ძირითადი გუნდიდან უფრო მეტად, ვიდრე სხვა გუნდებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძლიერი გუდნი ვართ! ასევე მოწინააღმდეგემ იცოდა ჩემი ფეხბურთელების მენტალური მდგომარეობა და ეს გამოიყენეს ძალიან კარგად. წყობილებიდან გამოიყვანეს ჩემი ფეხბურთელები, რაც სათავისოდ გამოიყენეს. დავუშვით  ბევრი შეცდომა, რაზეც დავისაჯეთ. საერთო ჯამში ვარკეთილმა დამსახურებულად მოიგო, დღეს გვაჯობა ყველა კომპონენტში და იყო ჩვენზე ძლიერი. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ შემდეგ შეხვედრებში! 

 

 

 

სამომავლო მიზნები: 

მინდა ავღნიშნო ერთი  რამ. ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღით ადრე შევიკრიბეთ ამ ბიჭებით  და ვთქვით, რომ ჩვენ ამას შევძლებდით! ამ ბიჭებისთვის მთავარი არა მატარიალური მხარე, არამედ ერთმანეთის პატივისცემა და გუნდის სიყვარულია!მიუხედავათ იმისა, რომ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ადამიანები, რომლებსაც გონიათ, რომ ბევრი რამ აქვთ გაკეთებული ფეხბურთში და არიან დიდი “მწვრთნელები” გვიწინასწარმეტყველებდნენ, რომ ვერ შევიდოდით ხუთეულში! გაავრცელეს ხმა, თითქოს ჩემი ფეხბურთელები, არიან ” ჩხუბის თავები”, რეალური სიტუაცია რადიკალურად განსხვავბულია! ყველა მხრიდან მოდის ნეგატვი, მიდის გაუთავებელი ჭორაობა. მე ამ ყველაფერს ვუყურებ მშივიდად. გუნდები ხელფასებს იხდიან, პრემიებს იხდიან, აქვთ მოედანი, კარგი ფორმა, კარგი ბურთი, ჩვენ არაფერი გვაქვს, მაგრამ რაც მათ არ აქვთ, გვაქვს ის – სიყვარული გუნდის და ერთმანეთის მიმართ! ამ ყველაფერს ვუყურებ მშვიდად, რადგან რასაც მეტს საუბრობენ ჩვენზე, მეტს “ჭორაობენ”, მით მეტი სიხარული მაქვს, რადგან საუბრობენ ძლიერებზე და ფაქტია, რომ  ეშინიათ ჩვენი! ჩვენ ეს დავამტკიცეთ! ჩემპიონატის პირველი წრე 2-3 ადგილზე დავასრულეთ და ლიდერს  დღეის მდგომარობით 3 ქულით ჩამოვრჩებით! შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი გუნდი რაც დღეს “დინამო” სოხუმს ყავს რეგინულ ლიგაში, არცერთი არაა !!! ჯგუფის ფაორიტები ვართ, აუცილებლად გავძლიერდებით და ლიგა 4-ის საგზურს მოვიპოვებთ. მჯერა ამ ბიჭების იმ შემართების და იმ სიხარული რაც მათ აქვთ ყოველი თამაშის წინ! 

დაგეგმილი გვაქვს ორი შეკრება ბათუმში და ბორჯომში. ასევე 4-5 ფეხბურთელის დამატება და გაძლიერება მეორე წრისთვის. მთავარია სტაბილურად ვიასპარეზოთ მეორე წრეში და მიზანს მივაღწევთ აუცილებლად! ადვილია მუშაობა იქ, სადაც გაქვს ყველაფერი, მაგრამ სადაც არ გაქვს არაფერი და  გაქვს შედეგი, ეს შესანიშნავია. მადლობელი ვარ ჩემი ბიჭების და ვარ ამაყი! ამ სიტყვას რომ ვამბობ, მაქვს პატივი ვიმუშავო ამ ბიჭებთან და მჯერა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ წელს ვანახვებთ ყველას, რომ ვართ ძლიერები და გვაქვს ძალა წარმატების მიღწევისთვის! დავბრუნდებით ძალიან მალე უფრო ძლიერები, უფრო შეკრულები და როდესაც “ჭორაობენ “, თითქოსდა ვაშინებთ გუნდებს, მსაჯებს და ყველას, ამაზე მინდა გითხრათ ერთი – მეორე წრეში გეშინოდეთ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე გეშინოდათ! ისაუბრეთ უფრო მეტი, ვიდრე დღეს საუბრობთ! ამასობაში კი “დინამო” სოხუმი აუცილებლად გახდება ჩემპიონი!!! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp