FC DINAMO SOKHUMI

თორნიკე ბურდული “დინამო” სოხუმის საუკეთესო ბომბარდირი 10 გატანილი გოლით .

2022 წლის რეგიონალური ლიგის გათამაშებაში “დინამო” სოხუმის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ მან 12 შეხვედრაში 10 გოლის გატანა შეძლო !

თორნიკე ბურდული 2018 ( მეორე ნახევრიდნ ) , 2019 ,2020 წლების სეზონში “დინამო” სოხუმის მაისურით ასევე გამოირჩეოდა , 2019 წლის სეზონში კი თანაბომბარდირი გახლდათ, 13 გოლი 15 შეხვედრაში .

2018 წელს კი ლუკა სოსიაშვილი რომელიც 27 შეხვედრაში 20 გოლის ავტორი გახლდათ სწორეთ თორნიკე ბურდულის ასისტების შემდეგ ახერხებდა გოლების გატანას ! 2022 წელს კი ბურდული თავად ხდება რეგინალურ ლიგაში კლუბის მხრიდან მთავარი ბომბარდირი .

უნდა აღინიშნოს , რომ ბურდულმა გოლების უმრავლესობა სტანდარტული სიტუციებიდან გაიტანა კერძოდ კი საჯარიმო დარტყმიდან და გუნდს ბევრ შეხვედრაში მოუტანა სამი ქულა !

სამწუხაროთ 4 ივლისს უმნიშვნელოვანეს შეხვედრას “ვარკეთილი-2” -ს წინააღმდეგ ყვითელი ბარათების დაგროვების გამო გამოტოვებს , რაც გუნდისთის უდიდესი დანაკლისი იქნება !

ქვემოთ კი წარმოგიდგენთ კლუბის მხრიდან 24 გოლის ავტორებს ! მიუხედავად იმისა , რომ გუნდს კიდევ აქვს დარჩენილი ერთი შეხვედრა პირველ წრეში !

1 – თორნიკე ბურდული – 10 გოლი 

2 – ჯაბა ლეშკაშელი – 4  გოლი 

3 – ნიკოლოზ სამუშია – 3 გოლი 

4 – ოთო ივეჩიანი – 3 გოლი 

5 – თორნიკე გობრონიძე – 2 გოლი 

6 – აკაკი ხუხუნაშვილი  – 1 გოლი 

7 – ნიკო  პაპავა – 1 გოლი 

8 – თორნიკე ღონღაძე – 1 გოლი 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp