FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდი , საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატის 1/4 ფინალშია !

🟦 როგორც იცით, სკ ‘დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდი, მონაწილეობს ბათუმში მიმდინარე საქართველოს 2022 წლის ეროვნულ ჩემპიონატში ქვიშის ფეხბურთში.
სოხუმელბმა პირველი შეხვედრა 27 ივნისს “დინამო” ბათუმის  წინააღმდეგ გამართეს სადაც უშეღავათო ბრძოლაში ანგარიშით 9 : 7 დამარცხდნენ .მეორე და მესამე ტურის შეხვედრები კი 28 ივნისს გაიმართა , მეორე ტურიში ჩვენი გუნდი დილის მატჩში “ბრიჯი” თბილისს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 5 : 4 იმარჯვა . საღამოს კი მესამე ტურში სოხუმელები “ბსც” ბათუმს დაუპირისპირდა და ადვილად 4 : 1 იმარჯვა . ბოლო მეოთხე ტურის შეხვედრა კი სოხუმელებმა საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამართეს სადაც ნამდვილად კარგი მატჩი ჩაატარეს . მიუხედავად ამისა გუნდი 5 : 2 დამარცხდა .
გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 3 ადგილი დაიკავა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა , 22-24 ივლისს ქალაქ ბათუმში გუნდი კიდევ ერთხელ გაემგზავრება და საფლეიოფო შეხვედრას “ქუთაისი”-ს წინააღმდეგ გამართავს !
🟦 რატომაც არა, გუნდის თამაშის ხარისხი და მომზადების დონე, ყველაზე მაღალი მიზნისთვის ბრძოლის რეალურ შესაძლებლობას იძლევა!
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp