დღეს მიხეილ მესხის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა ავაზა-ს სტადიონზე, რეგიონული ლიგის “ა” ჯგუფის მეათე ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც “დინამო” სოხუმის მეტოქე “აბული” ახალქალაქი გახლდათ.
მიუხედავად იმისა, რომ დინამოს მიზეზებთა გამო, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, მთელმა შეხვედრამ მათი უდიდესი უპირატესობით ჩაიარა, რაზეც ახალქალაქელებმა მხოლოდ ზღვარსგასული უხეშობით უპასუხეს და თუკი რამე შეძლეს, მე-7 წუთზე აბსოლუტური შემთხვევითობის შედეგად გატანილი ქაოსური გოლი იყო….. მთელი დარჩენილი დრო მინდორზე, დავით თაქთაქიშვილის ფეხბურთელები დომინირებდნენ და თუ გაცილებით სოლიდური ანგარიში არ დაფიქსირდა, ფეხბურთელებმა მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ, დამაგვირგვინებელ ფაზაში უზუსტობის გამო!
“დინამო” სოხუმი – 3 : 1 ( 1 : 1 ) – “აბული” ახალქალაქი
გოლები:

” ველოდით, რომ ძალიან რთული შეხვედრა იქნებოდა იმის გამო, რომ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა. მიუხედავად ყველაფრისა ვიცოდი, ფეხბურთელები ისეთ განწყობაზე იყვნენ, ეს შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდებოდა. მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს გაწეული შრომისთვის. ზოგადად არასტაბილურობა გვახასიათებს. თუ შევხედავთ განვლილ მატჩებს, ეს ნათლად გამოჩნდება. ახლა მთავარია დარჩენილ სამ შეხვედრაზე სრული კონცენტრაცია გვქონდეს და ცხრა ქულა ავიღოთ. ეს ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რადგან თუ გვინდა ლიგა 4 -ში აღზევება, ეს უნდა გავაკეთოთ! მეორე წრისთვის ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დაგვემატება, ასევე ახალგაზრდები. მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ და არ შევცდეთ შეფასებებში. მაგალითად, შემდეგი შეხვედრა გვაქვს კასპის წინააღმდეგ, რომელიც ჩემპიონატის აუტსაიდერია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მითუმეტეს გასვლით მატჩში, რომ შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ. შემდეგი მატჩი, ნორჩი დინამოსთან გვაქვს, საკმაოდ კარგ გუნდთან, რომელთანაც ურთულესი შეხვედრა იქნება. ბოლოს კი ვარკეთილი 2-ა მეტოქე. არ გამოვყოფ რომელიმე გუნდს, რომელთანაც განსაკუთრებით ვაპირებთ მომზადებას. მიზანი არის მხოლოდ ერთი – ცხრა ქულა და მჯერა, ბიჭები ამას შეძლებენ!”