FC DINAMO SOKHUMI

ქალთა ლიგა 2 . მეექვსე ტური – “დინამო ბ” სოხუმი — “ივერია” ხაშური

ხვალ 15 ივნისს,  სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, ქალთა ლიგა 2-ის მეექვსე ტურის მატჩი გაიმართება, სადაც “დინამო” სოხუმის სარეზერვო გუნდი, ხაშურის “ივერია”-ს დაუპირისპირდება.

შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ “დინამო ბ” ოთხი ჩატარებული მატჩში სამი გამარჯვებით და ერთი მარცხით, გათამაშების ცხრილში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. ჩვენს გოგონებს 9 ქულა აქვთ და ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, გუნდი მესამე პოზიციას დაიკავებს  და  გათამაშების ლიდერ რაჭასთან ექვს ქულიანი ჩამორჩენა და მარაგში ერთი მატჩი ექნება.

წარმატებები ჩვენს გოგონებს!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp