FC DINAMO SOKHUMI

ლელუ ჭიჭინაძე პირველი წრის ბომბარდირი 12 გოლით!

ქალთა ეროვნული ლიგის შვიდი ტური მიილია, დასრულდა პირველი წრე.

ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად, სოხუმის დინამოელი ლელუ ჭიჭინაძე, 12 გატანილი გოლით ლიდერობს! საქართველოს ქალთა ნაკრების საუკეთესო თავდამსხმელმა, უკვე ორჯერ მოასწრო ჰეთთრიქის შესრულება, ხოლო ბოლო ტურის შეხვედრაში, სადაც “დინამო” სოხუმი “ლანჩხუთ”-ს  დაუპირისპირდა, დუბლის შესრულება  შეძლო და რომ არა მისი მიკრო ტრავმა 66-ე წუთზე და ნაადრევად გასვლა მოედნიდან, ვინ იცის როგორ დასრულდებოდა  შეხვედრა…

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp