FC DINAMO SOKHUMI

“დინამო” სოხუმის ვაჟთა და გოგონათა გუნდების წარმატებული შედეგები …

2022 წლის საფეხბურთო სეზონი, ძალიან დატვირთულია ჩვენი კლუბისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს კლუბს ყავს ვაჟთა გუნდი რომელიც რეგიონულ ლიგაში გამოდის, ქალთა გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში იღებს მონაწილეობას და აგრეთვე ქალთა ლიგა 2-ში მონაწილე სარეზერვო გუნდი.

აღარაფერს ვამბობთ, ბავშვთა სკოლაზე და მათ გამოსვლებზე ასაკობრივ ჩემპიონტებში, რადგან ბავშვთა ასაკში ჩვენთვის პრიორიტეტია არა შედეგი, არამედ ინდივიდის სწორი მ8იმართულებით  განვითარება!

მოდით დავიწყოთ ვაჟთა გუნდით. პირველყოვლისა გავიხსენოთ 2021 წლის ჩემპიონატი,  სადაც 26 გუნდი მონაწილეობდა და ჩვენმა გუნდმა, ალბათ ისტორიაში 1925 წლის შემდეგ, ყველაზე სამარცხვინო შედეგი აჩვენა და ბოლო საფეხბურზე გავიდა. ეს იყო ნამდვილად ჩავარდნა და უპატიებელი შეცდომების კასკადი, რასაც მოყვა კიდეც ის შედეგი, რაც მივიღეთ ჩვენ ყველამ ერთად. 2022 წელს კი, სულ სხვა გუნდით, სულ სხვა შემართებით დავიწყეთ რეგიონული ლიგის გათამაშება. ჩვენმა ბიჭებმა მიუხედავად იმისა, რომ არ გაგვაჩნია არანაირი პირობა,  სწორი მიდგომით საქმისადმი და იმ ფაქტორის განსაზღვრით, რომ სოხუმის “დინამო”-ს წარმატება, არის როგორც ჩვენი, თვითოეული ფეხბურთელის, მწვრთნელის, თუ მენეჯმენტის წარმომადგენლის, ასევე სრულიად საქართველოსი! ბიჭებმა სეზონი კარგად დაიწყეს და დღეის მდგომარეობით, 14 გუნდიან ჩემპიონატში, სადაც პირველი ადგილი გადადის პირდაპირ ლიგა 4 ში, ხოლო მეორე ადგილი ხვდება ფლეიოფში, 9 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 4-5 პოზიციას ახალქალაქის აბულთან ინაწილებს და ლიდერ გლდანს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება! წინ კი 17 ტურია!  სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ხედავ შრომა როგორ ფასდება. ამ ბიჭების ენერგია და გვერდში დგომა კლუბის მიმართ, ენით აუწერელია და შედეგებითაც ჩანს! მიუხედავდ პრობლემებისა, ეს ბიჭები თავიანთ სათქმელს, აუცილებლად იტყვიან!

გთავაზობთ “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდის კაპიტნის თორნიკე ბურდულის კომენტარს: 

პირველ რიგში  უნდა ითქვას  ის, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე შევიკრიბეთ ბიჭები. ამ გუნდში ვართ იმიტომ, რომ აქ არის ის ურთიერთობა ერთმანეთის მიმართ, რაც სხვგან არაა, ამიტომ ვართ აქ ეს კონტიგენტი! ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია  და ვცდილობთ, რომ  ის მიზანი შევასრულოთ, რაც ლიგა 4-ში დაწინაურება და ჩემპიონობაა, ჩვენ ამას შევძლებთ ერთად! ბევრი რამ გვაკლია, სხვა გუნებს აქვთ უკეთესი პირობები და ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია სხვაგან წასვლა და თამაში ზედა ლიგებშიც, იყო კიდეც შემოთავაზებები, მაგრამ ჩვენ აქ ერთი საქმე გვაქვს –  დაუმტკიცოთ ყველას და პირველ რიგში ჩვენს თავს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია! ყველანაირდ გვებრძვიან, რა ჭორებს არ აგორებენ, რომ ჩვენს გუნდში შემოიტანონ დაძაბულობა და დისონანსი, ბევრი ცუდი კომენტარიცაა, მაგრამ პასუხი იქნება მოედანზე! გულშემატკივარს ვაძლევ პირობას, რომ არ დავიშურებთ არც მე და არცერთი ფეხბურთელი არაფერს და იმ მიზნისკენ ყოველდღიურად  გადავდგამთ ნაბიჯს, რასაც ჩემპიონობა ქვია!!! 

 

რეგიონ ლიგის პირველი წრის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი.  ჩვენს ბიჭებს უმნიშვნელოვანსი მატჩები აქვთ დარჩენილი. 16 ივნისს ავაზა-ს სტადიონზე “აბულს” დაუხვდებიან, შემდეგ “კასპს” ესტუმრებიან, მერე “ნორჩი დინამო”-ს მიიღებენ და ბოლოს   “ვარკეთილი-2” ესტუმრებიან. წინ დიდი მიზნებისკენ სვლისკენ გუნდი მზად არის! უნდა ავღნიშნოთ, რომ თვის ბოლოს, ჩვენი გუნდი მონაწილეობას მიიღებს ბათუმში მიმდინარე საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატში, სადაც 2021 წელს 1/4 ფინალში გააღწია. სამწუხაროდ კოვიდ პანდემიის გამო, წინა წლის ჩემპიონატი ჩაიშალა.

 

რაც შეეხება ქალთა გუნდს. ამ მიმართულებით დიდი სამუშაო გავწიეთ 2020 წელს, როდესაც პირველდ ჩავერთეთ  ქალთა ლიგაში, დავისახეთ ერთი მიზანი, რომელიც ჩემპიონობაა! ყოველწლიურად ვიზრდებოდით როგორც გუნდი.  2021 წელს გუნდმა ქალთა ლიგა 2 მოიგო სარეკორდო შედეგებით – 14 დან 14 გამარჯვება, 107 გატანილი გოლი და მხოლოდ 7  გაშვებული . ჩამოვაყალიბეთ აკადემია და კიდევ ბევრი პროექტი განვახორციელეთ, რაც უნდა ითქვას, რომ ინოვაციური იყო ამ მიმართულებით და გუნდი ჩამოყალიბდა ლიდერად ქალთა ფეხბურთში! რაც შეეხება 2022 წლის ქალთა ეროვნულ ლიგას, საკმაოდ დაძაბული ჩემპიონტი გამოდგა, გამოკვეთილი 3 ფაორიტი ყავს ჩემპიონტს – “დინამო” სოხუმი, “სამეგრელო” ჩხოროწყუ და  ქვეყნის  მოქმედი ჩემპიონი და თასის მფოლობელი “ლანჩხუთი”. უშეღავათო ბრძოლა მიდის ამ სამ გუნდის შორის. პირევლი წრე გუნდმა, იმ შემადგენლობით რაც გვყავს, ჩაატარა იდეალურად. სამწუხაროდ სატრანსფერო ფანჯრის დროს, ვერ ვიაქტიურედ ისე, როგორც იმ მიზნის მატარებელ გუნდის შეეფერება, როგორიც “დინამო” სოხუმია! კლუბი  20 ივნისის შემდეგ, გეგმავს  აქტიურობას ამ მიმართულებითაც! ასევე ყბადაღებულ თემად იქცა ლეგიონერები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ და ვერა და ვერ ჩამოვიდნენ! გვინდა განვმარტოთ, რომ აფრიკული ქვყნებიდან, სამუშაო ვიზის მოთხოვნა, წარმოადგენს ძალიან რთულ პროცესს, რომელსაც სრული ძალებით ვართ შეჭიდებულები. რამდენიმე დეტალი დარჩა მოსაგვარებელი და ფეხბურთელები თბილისში იქნებიან!  ჩემპიონატის მერე წრეში, კერძოდ კი ხობის კოლხეთთან გასვლით მატჩში, ფეხბურთელები აუცილებლად ითამაშებენ და მოხდება ბევრი ცვლილება ჩვენს გუნდში. 7 ჩატარებული შეხვედრიდან  გუნდს აქვს 4 მოგება 1 ფრე და 2 მარცხი, გატანილი აქვს 16 გოლი, 13 კი მიღებული საკუთარ კარში, 13 ქულით, ცხრილში მე-3-ე პოზიციას იკავებს და საქართველოს  ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს!  აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის ორგანიზება, რასაც “დინამო” სოხუმი ეწევა მატჩების ჩატარებისას, ქალთა ფეხბურთში არასდროს არ გაკეთებულა! შეხვედრების პირდაპირი ტრანსილაცია 3/4 კამერით, მატჩებზე დასწრება მოსაწვევებით, რომელიც  გვერწმუნეთ, რომ ადვილი საშოვნელი არაა და სრული ანშლაგია….  სამომავლოდ გვაქვს მიზანი, რომ  მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია მოხდეს, მოეწყოს ფანშოპი მატჩების დროს და ასევე მოხდეს, კლუბის აქსესუარების  ინტერნეტ რეალიზაცია. 

გთავაზობთ “დინამო” სოხუმის ქალთა გუნდის კაპიტნის, გვანცა ქადაგიშვილის კომენტარს: 

არც თუ ისე კარგად ჩაიარა პირველმა წრემ ჩვენთვის, რადგან იყო თამაშები, სადაც არ უნდა დაგვეკარგა ქულები, მაგრამ რა თქმა უნდა არ ვჩერდებით და არ ვწყვეტთ ბრძოლას სასურველი შედეგისთვის! გვაქვს სამომავლოდ გეგმები გუნდის გაძლიერებასთან დაკავშირებით და მჯერა ჩვენი გოგოების, რომ მეორე წრეში, დაკარგულ ქულებს დავიბრუნებთ!

 

ქალთა ეროვნული ლიგის მორიგ შეხვედრას ჩვენი გუნდი, საკუთარ  კედლებში ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდულ გუნდთან – “კვარტალი” თბილისთან გამართავს. შეხვედრა 18 ივნისს გაიმართება ვაკის საფეხბურთო ცენტრში და 17:30 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება ქალთა ლიგა 2-ს , პირველი პრეცედენტია ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, როდესაც რომელიმე საფეხბურთო კლუბს ყავს სარეზერვო გუნდი, თანაც არა მაჩანჩალა, არამედ ძლიერი გუნდი, რომელიც ლიდერებში იმყოფება. ამ გუნდის შექმნის მთავარი მიზანი იყო ის, რომ მთავარ გუნდს ქონოდა რეზერვი შესავსებად! აგრეთვე ახალგაზრდა ფეხბურთელების მოძიება, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ასაკობრივი ნაკრებებისთვის მიწოდება. სასიხარულოა, რომ გამოჩნდნენ ფეხბურთელები, რომლებიც სულ მალე აუცილებლად იქნებიან ლიდერები ჩვენი ნაკრებების. ორმაგად სასიმოვნოა, რომ ამ ბავშვებმა, პირველი ნაბიჯები ჩვენს კლუბში გადადგეს! ჩვენს კლუბს ეს მხარე ყოველთვის ქონდა – ბევრი ფეხბურთელი “ქუჩიდან” მოვიდა ჩვენს გუნდში და იქცნენ ფეხბურთელებად.  სამწუხაროდ ზოგიერთი მათგანი, გარკვეული დესტრუქციული “ფეხბურთელების” ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ და მოულოდნელად კლუბი დატოვეს, რომლებსაც წარმატებები გვინდა  ვუსურვოთ შემდგომ კარიერაში, რადგან ჩვენი კლუბის ამაგი ამ ფეხბურთელების განვითარებაზე ძალიან დიდია და მათი წარმატება ჩვენ ყოველთის გაგვახარებს!

რაც შეეხება 2022 წლის სეზონს,  გუნდმა საკმაოდ წარმატებით დაიწყო. ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა “ელიტა” და “ქარიშხალა”, შემდეგ დასანანი მარცხი ვიწვინიეთ “რაჭაში” და შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ “ბახტრიონთან” ახმეტაში. გუნდის მიზანია, ამ სეზონში მინიმუმ სამეულში ადგილის დამკვიდრება! მომდევნო შეხვედრაში “დინამო ბ” სოხუმი, საკუთარ მოედანზე “ივერია” ხაშურს დაუპირისპირდება. მატჩი ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში 15 ივნისს გაიმართება და 11:00 საათზე დაიწყება!

 

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp