FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი: ლანჩხუთთან მატჩი ფეხბურთელებს არ წაუგიათ !

“დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე, დღევანდელი მატჩის(“დინამო” სოხუმი – “ლანჩხუთი”) შემდეგ:

 

რთულია ახლა ჩემთვის საუბარი. ძალიან ემოციური დღე იყო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს შრომისთვის და იმ ძალისხმევისთვის, რაც მათ მოედანზე დადეს! სამწუხაროა, რომ დავმარცხდით და ვწუხვარ, რომ ამ შეხვედრაში მარცხის მიზეზი ფეხბურთელები არ არიან! მიზეზი ვართ ჩვენ, რადგან ვერ მოვახერხეთ სელექციის ჩატარება და სწრაფად ფეხბურთელების ჩამოყვანა, რამაც გამოიწვია ის, რაც დღეს ვნახეთ მოედანზე. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ ცოტა ჩანს საქმის მიმართულებით. ჩვენი ფეხბურთელები მეტს იმსახურებენ ჩვენგან და მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფეხბურთელებს ეს შრომა დავუფასოთ. ჩემი აზრით დღევანდელი შეხვედრა, იყო ბოლო დროის საუკეთესო მატჩი ქალთა ეროვნულ ლიგაში. ვეთამაშეთ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს და თასის მფლობელს, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ყავს! არ შემიძლია არ გამოვყო ლანჩხუთელი ფეხბურთელი ეთერ სულაშვილი, რომელიც ჩემი აზრით საუკეთესო იყო მეტოქე გუნდის მხრიდან. მადლობა მინდა გადავუხადო მოწინააღმდეგეს ასეთი თამაშისთვის. 

მინდა  ავღნიშნო, რომ დღევანდელ მატჩზე დასწრება, მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი და რაც ამ მიმართულებით ხდებოდა, ეს იყო საოცარი ჩემთვის, ამხელა ინტერესი გამო, იყო სიამაყის გრძნობა! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს, ჩვენს დევნილ მოსახლეობას მატჩზე დასწრების გამო და იმ გულშემატკივრობის, რომელსაც მთელი შეხვედრის განმავლობაში გუნდი გრძნობდა! ამ ადამინების მობილიზებისთვის კი, მადლობა მინდა გადავუხადო, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ რუსლან აბაშიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა. მგონია, რომ ამ ხალხმა იხილა კარგი მატჩი და შემდეგ შეხვედრებში კვლავ დაუდგებინ კლუბს გვერდით! არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ბატონ შალვა ოგბაიძეს, ჩემს უფროს მეგობარს და  თბილისის საკრებულოს წევრს, ღირსეულ პიროვნებას, რომლის ძალისხმევითაც გულშემატკივართათვის გამოიყო ტრანსპორტი, რაც იყო დიდი დახმარება ჩვენთვის! 

უნდა აღინიშნოს ჟურნალისტთა მობილიზება და ყველას მადლობა გადავუხადო. მადლობა ჩვენს კომენტატორს ლაშა გიორგობიანს, ჩვენს ოპერატორებს და რაღა თქმა უნდა, ჩვენს უცვლელ რეჟისორს ოთარ ბახუტაშვილს, თავისი საქმის უბადლო მცოდნეს და ჩვენი ოჯახის ღირსეულ წევრს! 

აქვე მინდა ვთქვა ერთი რამ – დღევანდელი მარცხი არაფერია, ჩვენ დავმარცხდით უფრო ძლიერთან დღეს, რაც არის სამწუხარო, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, გავძლიერდეთ უფრო მეტად და იმ გოგონებს, რომლებიც ჩვენს გუნდში არიან, შევუქმნათ უკეთესი პირობები და მოვიყვანოთ ფეხბურთელები, რომლებიც არიან მზად ითამაშონ ამ დონეზე! 

მადლობა კიდევ ერთხელ, ამ შესანიშნავი შეხვედრისთვის, ჩვენს ფეხბურთელებს! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp