FC DINAMO SOKHUMI

რეგიონალური ლიგის მორიგი ტური და დასანანი მარცხი აუტსაიდერთან .

დღეს მორიგი ტურის მატჩი გამართა “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდმა . ჩვენი მოწინააღმდეგე მერანი-3 თბილისი გახლდათ .  სამწუხაროდ მატჩი ანგარიშით 2-0 დავთმეთ .

“მერანი-3” თბილისი – 2 : 0 ( 0 : 0 ) – “დინამო” სოხუმი

გაძევება – თორნიკე გობრონიძე – 25 წუთი .

“დინამო” –  გიორგი კალანდია , საბა ბეგაშვილი , მერაბ გიგოლაშვილი , ნიკო პაპავა , გიორგი კოკაია ( დავით მეტრეველი 35 წუთი ) , ოთო ივეჩიანი , გიორგი დუღაძე , თორნიკე ბურდული , ლუკა დიხამინჯია , თორნიკე გობრონიძე , თორნიკე ღონღაძე . 

მთავარი მწვრთნელი : დავით თაქთაქიშვილი 

ადმინისტრატორი : მამუკა კიკნაძე 

ექიმი : ქუჯი გამსახურდია 

 

მატჩის შემდეგ : დავით თაქთაქიშვილი – 

” ძალიან ვწუხვარ , დასანანი მარცხი იყო რადგან გვქონდა შანსი უკვე მეოთხეთ ჩემპიონტის თავში მოვქცეულიყავით …. რამდენჯერაც ეს შანსი მივიღეთ იმდენჯერ გავანიავეთ ქულები . გვაკლია სტაბილურობა და მენტალუირი მდგომარეობის გაუმჯობესება . სამწუხაროა , რომ   ყველა ფეხბურთელი ვინც არის მოედანზე ჯეროვნად არ იხარჯება . წინ ბევრი მატჩია მთავარია ვიპოვოთ ჩვენი თამაში და სტაბილურად გამოვიდეთ შემდეგ შეხვედრებაში რაც ყველზე მნიშვნელოვანია , წინა მატჩი იდილური იყო დღეს კი საშინელი . არის კიდევ ერთი ფენომენი , მე არასდროს გავამართლებ ვინმეს მოედანზე თუ მოიქცევა ისე , რომ დაიმსახუროს წითელი ბარათი და არც გამიმართლებია არასდროს . სამწუხაროა , რომ მიწევს ამაზე ლაპარაკი მაგრამ დღევანდელ მატჩსი მსაჯის მიერ გადაწყვეტილებებმა იქონია გავლენა საბოლოო შედეგზე . როდესაც 20 წუთზე ათი ფეხბურთელით დაგვტოვა ეს იყო გაუმართლებელი გადაწყვეტილება . მესმის , რომ არის მეხუთე ლიგა და მესმის ისაც , რომ ამ ლიგას იყენებნ ხშირ შემთხვევაში მსაჯების კვალიპიკაციის ასამაღლებლად და “უმაღლესი ლიგის” მსაჯებს ყველა ტურში არავინ დანიშნავს , მაგრამ ამ ლიგაშიც  თამაშობენ ფეხბურთელები რომლებიც ემსახურებიან ქართულ ფეხბურთს წინა სეზონში ამ ლიგიდან უმაღლს ლიგაში მოხვდა სწორედ ჩემი გუნდიდნ ფეხბურთელი , ამას ვამბობ იმიტომ , რომ  როდესაც განვლილ 8 ტურში სტატისტიკურად ერთ მატჩში 2-3 წლითლი ბარათი მოდის ზოგადად აქ მხოლოდ ფეხბურთელები არ არიან დამნაშავეები . როდესაც ვხედავ თუ როგორ ვითარდება ქართული ფეხბურთი , როგორი ტემპით მივდივართ წინ მაგრამ ქართული ფეხბურთის წინსვლას მსაჯები აფერხებენ ! ამას ვამბობ გულისტკივილით რადგან ყველას თავი მართლა “კოლინა” გონია და სწორედ ეს ღუპავს . რათქმუნდა ყველა მსაჯს არ ვგულისხმობ საბედნიეროდ გვყავს ძალიან კვალიფიციური მსაჯები . იმედი მაქვს შემდეგ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებენ ისეთი დონის მსაჯები რომელთა კვალიპიკაცია  არის მხოლოდ ბავშვთა დონის და ისეთ საპასუხისმგებლო მატჩებში არ დანიშნავენ როგორიც  თუმდაც მეხუთე ლიგის დონზე იმართება . დამნაშავე უნდა დაისაჯოს ორივე მხარეს ! და სამწუხაროა , რომ კომისრის ფუნქცია არარსებობს რადგან არ მახსენდება რომელიმე კომისარმა რაიმე ტიპის რეგირება გააკეთა და მსაჯი დაისაჯა თავისი გადაწყვეტილებების გამო , სამწუხაროდ კომისრის ფუნქცია იქცა მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ხელმოწერა ოქმზე და დაცვის სამსახურის ხელმოწერა …. იმედი მაქვს ეს პრობლმა  შემდეგ შეხვედრებში არ დაგვხვდება . წარმატებები მინდა ვუსურვო მოწინააღმდეგე გუნდის შემდეგ შეხვედრებში . 

 

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp