FC DINAMO SOKHUMI

ქალთა ეროვნული ლიგის მეექვსე ტური და სოხუმელთა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება !

დღეს საქართველოს ქალთა ეროვნულ ლიგაში გაიმართა მეექვსე ტურის მატჩები. “დინამო” სოხუმმა თავის მატჩი სტუმრად  გორში, ადგილობრივ იუნაიტედთან გამართა და დამაჯერებელი გამარჯვებაც 4 : 0 მოიპოვა.

 

“გორი იუნაიტედი” — 0 : 4 ( 0 : 1 ) — “დინამო” სოხუმი

გოლები: ლელუ ჭიჭინაძე 13 წუთი, თამარ წვიმიტაძე 49 წუთი, ლელუ ჭიჭინაძე 56 წუთი, ლელუ ჭიჭინაძე 62 წუთი. 

დინამო: 1. ინგა გასიევა 2. გვანცა ქადაგიშვილი(კაპ) 3. ნინო პასიკაშვილი 4. დიანა ბაქრაძე 6.  ნინო კურტანიძე(მარიამ გოგოლაძე) 8.  ლელუ ჭიჭინაძე 10. ანა ჯოჯუა 11.  ნინო ჩანგელია (მარიამ დიასამიძე) 12. მარიამ კაკულია(მარიამ ბელეცკი) 13.  თამარ წვიმიტაძე(ლიზი კაკულია) 17. ნათია სხირტლაძე . 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ქურხული 

მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: ბადრი კალანდაძე 

ექიმი: ქუჯი გამსახურდია

ადმინისტრატორი: მამუკა კიკნაძე 

 

აღსანიშნავია, რომ ქალთა ლიგი ბპმბარდირებს ერთპიროვნულად,  ექვს მატჩში 10 გატანილი გოლით, დინამოელი ლელუ ჭიჭინაძე ლიდერობს. 

მომდევნო მატჩს “დინამო” სოხუმი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “ლანჩხუთთან” გამართავს. შეხვედრა 11 ივნისს 17:30 საათზე დაიწყება და ქალაქ თბილისში, ფეხბურთის ფედერაციის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში გაიმართება. 

 

შეხვედრაზე დასწრება შეზღუდულია! დასწრება მხოლოდ მოსაწვევბით იქნება შესაძლებელი!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp