FC DINAMO SOKHUMI

ქალთა ეროვნული ლიგა! “დინამო” სოხუმი – “ლანჩხუთი”. ოფიციალური განცხადება !

მოგეხსენებათ, რომ 2022 წლის ქალთა ეროვნული ლიგა, საკმაოდ დაძაბულად და დინამიურად მიმდინარეობას. ჩემპიონატს ყავს სამი გამოკვეთილი ლიდერი, რომლებიც საჩემპიონო მარათონში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

11 ივნისს” დინამო” სოხუმი, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს და თასის მფლობელს, “ლანჩხუთ”-ს დაუპირისპირდება. შეხვედრას სფფ-ის ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრი უმასპინძლებს.  ვიცით, რომ ამ მატჩის მიმართ, არის ძალიან დიდი ინტერესი, ხოლო სტადიონზე ადგილები შეზღუდულია.                                                                                                                                         განმარტებისთვის ვიტყვით, რომ ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრი, იტევს მხოლოდ 200 მაყურებელს და ვინაიდან გუნდების გულშემატკივართა მხრიდან, მასზე დასწრების მსურველი უამრავი ადამიანია, სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია! ბოლო დროს, ქალთა ფეხბურთში მომხდარი რამდენიმე უმსგავსო ფაქტის პრევენციის მიზნით, ჩვენი კლუბი იძულებულია, მიმართოს მსგავს ღონისძიებას, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს სტადიონზე უსაფრთხოების ნორმები, მით უმეტეს მაშინ, როცა ჩემპიონატის დებულება ამას მაქსიმალურად ავალდებულებს მასპინძელ გუნდს. ჩვენი კლუბი, ასევე იღებს ვალდებულებას, რომ შეხვედრის პირდაპირი ტრანსლირება მოხდეს ოთხი კამერით, ძალიან მაღალ დონეზე, ყველა თანამედროვე ნორმის დაცვით, რათა ამ გზითაც მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ქომაგთა ინტერესი! ამიტომ კლუბის მმართველმა ბორდმა, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

  • “დინამო” სოხუმი – “ლანჩხუთი”-ს მატჩზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად გულშემატკივარი, რომელსაც არ ექნება მოსაწვევი, მატჩს ტრიბუნებიდან ვერ ადევნებს თვალს!
  • შეხვედრაზე დასასწრებად ჟურნალისტებს, გთხოვთ მოგვწეროთ  კლუბის ოფიცილურ ელექტრონულ ფოსტაზე: fcdinamosokhumi@gmail.com და გაიაროთ აგრედიტაცია! წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნებით დაშვებული აღნიშნულ შეხვედრაზე.
  • მატჩის პირდაპირ ტრანსილაციას, გაწევს ექსკლუზიურად საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმი, რომელიც გავა კლუბის ოფიცილურ ფეისბუქ გვერდზე და კლუბის იუთუბ არხზე! კატეგორიულად აკრძალულია, აღნიშნული ვიდეომასალის გამოყენება კლუბის ნებართვის გარეშე! სურვილის შემთხვევაში, მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე!
  • შეხვედრის პირდაპირი ტრანსილაცია იქნება მაღალ დონეზე ორგანიზებული.  რეპორტაჟს მოემსახურებიან ეროვნული ლიგის რეჟისორი და ოპერატორი. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს წაიყვანს კომენტატორი ლაშა გიორგობიანი. გადაღება იქნება ოთხი კამერით წარმოებული და ყველა იმ სტანდარტით იქნება გასული ეთერში, როგორსაც შეხვდებით ვაჟთა ეროვნული ლიგის რეპორტაჟების დროს!
  • 50 მოსაწვევი გადაეცემა მოწინააღმდეგე გუნდს, რათა მათმა გულშემატკივრებმაც შეძლონ მატჩზე დასწრება და საკუთარი გუნდის გულშემატკივრობა!

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კლუბის განცხადებას და დაემორჩილოთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მატჩის მიმდინარეობის დროს, არ მიიღება კლუბის მიმართ რაიმე ტიპის საყვედურები!        

 

გისურვებთ წარმატებებს!!!                                                                                                                                                                       სკდს

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp