FC DINAMO SOKHUMI

სპორტ-პანორამა: წინა წლის ჩავარდნის შემდეგ გუნდი რეგიონული ლიგის ლიდერებს შორისაა …

სპორტ-პანორამა: წინა წლის ჩავარდნის შემდეგ მამაკაცთა გუნდი რეგიონული ლიგის ლიდერებს შორისაა …

ორმაგად სასაიხარულოა, როცა შენი პარტნიორი კლუბი წარმატებულია, მისი გუნდები ლიდერთა შორის იმყოფებიან და დასახული მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. დიახ, სოხუმის “დინამოს” გუნდები, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის, მოწინავეთა შორის არიან. წინა წლის ჩავარდნის შემდეგ, მამაკაცთა გუნდი რეგიონული ლიგის “ა” ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება, ლიდერს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება და ლიგა 4–ში აღზევებისთვის აგრძელებს ბრძოლას. მეოთხე ადგილზე იმყოფება, ლიდერ “სამეგრელოს” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობისთვის აგრძელებს ბრძოლას ქალთა გუნდიც. მიუხედავად გუნდიდან წასული რამდენიმე ფეხბურთელისა და მწვრთნელებისა, მათ გარეშე პირველივე ჩატარებულ შეხვედრაში დაამტკიცეს მათ (ქუთაისის “მართვე” დაამარცხეს სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 3:2), რომ რეზერვი დიდია და ბრძოლა გრძელდება. ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ სოხუმელთა გუნდი ერთადერთია, რომელსაც ჰყავს ქალთა შორის ფარმკლუბი და იგი ქალთა ლიგა 2–ში ასპარეზობს!
წარმატებები ჩვენს პარტნიორ ს.კ დინამო სოხუმი / Dinamo sokhumi–ს
ნათქვამია , ინტერნეტ გამოცემა სპორტ-პანორამას  სტატიაში . რომელიც ჩვენი კლუბის მედია მხარდამჭერია. 
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp