FC DINAMO SOKHUMI

რეგიონული ლიგის მერვე ტური და მორიგი სამი ქულა!

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა “ავაზა”-ს სტადიონზე,  საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მერვე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც “დინამო” სოხუმი, ახალციხის “სამცხე”-ს დაუპირისპირდა.

შეხვედრის დასაწყისიდანვე, დინამოელებმა ხელთ იგდეს უპირატესობა და პირველივე წუთზე, შესანიშნავად გათამაშებული კომბინაციით, თორნიკე ღონღაძემ ანგარიში გახსნა 1 : 0. გატანილი გოლის შემდეგ, გუნდი კვლავ განაგრძობდა იერიშებს, მაგრამ 12 წუთზე სტუმრებმა კონტრშეტევის შედეგად შეძლეს ანგარიშის გათანაბრება 1 : 1. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში, მიუხედავად სოხუმელთა კოლოსალური უპირატესობისა, ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ტაიმი ანალოგიური სცენარით დაიწყო. დინამოელებმა თავიდანვე შეუტიეს და 48 წუთზე, თორნიკე ბურდულის დარტყმის შემდეგ, ბურთთან ყველაზე ადრე ოთო ივეჩიანი აღმოჩნდა, რომელიც მცველებმა მოცელეს და თორნიკე ბურდულმა ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი 2 : 1. ამის შემდეგ გუნდი ოდნავ აირია და უპირატესობა მცირე დროით სამცხემ იგდო ხელთ, რაც საკმარისი აღმოჩნდა ანგარიშის გასათანაბრებლად 2 : 2. ამის შემდეგ დინამო  ბევრს ცდილობდა გოლის  გატანას, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე აკლდებოდა. 74 წუთზე კი, მოედნის თითქმის ცენტრიდან, ოთო ივეჩიანის  შესანიშნავი დარტყმა აუღებელი გამოდგა 3 : 2. ამას მოყვა თორნიკე გობრონიძის გოლი 78 წუთზე და თორნიკე ბურდულის აუღებელი ჯარიმა 88-ზე, საბოლოოდ 5 : 2 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

“დინამო” სოხუმი — 5 : 2(1 : 1) — “სამცხე” ახალციხე 

 

დინამო: გიორგი კალანდია, საბა ბეგაშვილი, ოთო ივეჩიანი, მერაბ გიგოლაშვილი, თორნიკე ღონღაძე, ნიკო პაპავა, გიორგი დუღაძე, თორნიკე ბურდული C, თორნიკე გობრონიძე, დავით მდინარაძე, ჯაბა ლეშკაშელი. 

მთავარი მწვრთნელი : დავით თაქთაქიშვილი

ადმინისტრატორი: მამუკა კიკნაძე 

ექიმი: ქუჯი გამსახურდია 

 

მატჩის შემდეგ  დავით თაქთაქიშვილის კომენტარი: 

 

ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. გუნდი, ამ ტურის წინ, მძიმე სიტუციაში არმოჩნდა. მიზეზთა გამო, მოედანზე 11 ფეხბურთელით ვიყავით, ანუ შეცვლის გარეშე. მატჩი კი 14:00 საათზე იწყებოდა და 35 გრადუს სიცხეში, ძალიან რთული მატჩი უნდა გამოსულიყო. ჩემდა გასაკვირად, გუნდმა ითამაშა საუკეთესო თამაში იმ ტურებში, რაც აქამდე იყო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს გაწეული შრომისთვის. წარმატებები მინდა ვუსურვო ასევე ახალციხის გუნდს მომდევნო შეხვედრებში. ჩვენ კი წინ უფრო დიდი შრომა გველის, მთავარია გამოვასწოროთ მენტალობა და მოედანზე გავიდეთ ფეხბურთის სათამაშოდ! გუნდის ფეხბურთელებიდან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ გუნდს ასეთი დონის ფეხბურთელები არ ყავს, მაგრამ ჩვენი მენტალური მდგომარეობა კატასტროფულია! დღეს კი საპირისპირო დავინახე, ამიტომ იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ, სასურველ შედეგს დავდებთ და გავახარებთ ჩვენს გულშემატკივრებს!

 

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი სტუმრად “მერანი-3” თბილის დაუპირისპირდება .

წარმატებები ბიჭებს !!!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp