FC DINAMO SOKHUMI

ერთი წელი “დინამო” სოხუმის გოგონათა აკადემიის თემქის საფეხბურთო ცენტრის გახსნიდან .

✊ ს.კ. “დინამო” სოხუმის აკადემიის, გოგონათა მორიგი საფეხბურთო ცენტრი, თემქაზე გაიხსნა!!!
🙏 საფეხბურთო ცენტრი ზღვის უბანში, დევნილთა დასახლებაში გაიხსნა და მასში უკვე 20-ზე მეტი დევნილი გოგონაა გაწევრიანებული. ცენტრი, აფხაზეთის მესამე საჯარო სკოლის ბაზაზე გაიხსნა.
❤️ გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ: საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ბიძინაშვილი, გენერალური დირექტორი დავით თაქთაქიშვილი, აგრეთვე – საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ქალბატონი ნინო სორდია, აფხაზეთის ა/რ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი სოსო მალანია და აფხაზეთის ა/რ სპორტის და კულტურის სამსახურის უფროსი, ბატონი ვიტალი ბენდელიანი.
🙌 პატარა სოხუმის დინამოელებს, დღეს საჩუქრად, ფორმები გადაეცათ.
❤ აღსანიშნავი და უდავოდ მისასალმებელია ის გარემოება, რომ “დინამო” სოხუმის აკადემია, გოგონათა მიმართულებით, უკვე 150-ზე მეტ მოზარდს აერთიანებს
❤ ნიშანდობლივია, რომ ცენტრის გახსნა ორგანიზატორებმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს დაამთხვიეს
ერთი წელი “დინამო” სოხუმის გოგონათა აკადემიის თემქის საფეხბურთო ცენტრის გახსნიდან დავიწყეთ 20 ფეხბურთელით დღეს კი გვყავს 40 მდე გოგონა , ინტერესი არის დიდი და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას , რომ “დინამო” სოხუმი არის ერთადერთი ქართული გუნდი ვისაც ყავს გოგონათა აკადემია . 
ჩვენს აკადემიაში მიღება გრძელდება და ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება უფასოდ ჩაეწეროს ჩვენს საფეხბურთო აკადემიაში ! 
დავით თაქთაქიშვილი – “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე : 
პირველრიგში მინდა მოგილოცოთ წმინდა ნინოს ხსენების დღე , და ჩვენს ბავშვებს მიულოცო ბავშვთა საერთაშორისო დღე ! გოგონათა მიმართულება ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია რადგან ჩვენი კლუბის განვითარების პროგრამასთან ეს ყველაფერი არის თანხვედრაში . ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთის , რომ ფეხბურთელები განვავითაროთ , ჩვენი კლუბი ერთადერთია სამწუხაროდ გოგონათა შორის ვისაც აქვს აკადემია და ეს მე სულაც არ მახარებს . ჩვენ ძალიან  ბევრს ვშრომობთ იმისთის , რომ შევქმნათ პირობა , სამწუხაროდ ჯერ არ ვართ ფინანსურად ისე ძლიერად , რომ ყველა მიმართულებაზე გავიშალოთ ! მინდა მადლობა გადაუხადო ყველა მწვრთნელს ვინც ჩვენს აკადემიაში მუშაობს . ჩვენ ფინანსურად ძალიან გვიჭირს და ამის დამალვა არ მსურს ვცდილობთ მოვიძიოთ თანხები მაგრამ ეს ძალინ რთულია ! ქალთა მიმართულებით მინდა გამოვყო აფხაზეთის მთავრობ და მისი თავჯდომარე ბატონი რუსლან აბაშიძე რომელიც ჩვენი ქალთა გუნდის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული და ჩვენს წარმატებას თუ წარუმატებლობს როგორც ჩვენ ისე ის აღიქვამს  ეს ჩემთვის ძალიან დასაფასებელია და მადლობა მინდა საჯაროდ გადაუხადო ამ პიროვნებას ასეთი  მხარდაჭერისთის მერწმუნეთ ეს მხარდაჭერა ჩვენი გუნდისთის კრიტიკულად მნიშვნევლოვანია ! ჩვენი მიზანია 5 წლის თავზე ჩვენს ქალთა გუნდიში ჩვენი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები იყვნენ და გუნდის ბირთვი იყოს ერთი ფილოსოფიის ქვეშ აღზრდილი ფეხბურთელებით დაბალანსებული , ამის მიღწევა რთულია მაგრამ მჯერა ჩვენ ამას შევძლებთ ! 11 ივნის ქალთა ეროვნულ ლიგაში გვაქ პირველი წრის ბოლო მატჩი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “ლანჩხუთთან” შესანიშნავ გუნდთან სადაც გვინდა , რომ ჩვენი აკადემიის გოგოები დასწრნონ სრული შემადგნლობით ! 100 მდე გოგონა და იხილონ ჩემი აზრით ძალიან კარგი სანახაობა მოედანზე ! რაც შეეხება ჩვენს ქალთა გუნდის ვფიქრობ მალე ძალიან გავძლიერდებით ეს ლანჩხუთთან თამაშზე გამოჩნდება ბევრი სიხლეა და ამას მალე გაიგებს ყველა ! 
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp